თუთის ფოთლები ვიტამინების საბადოა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ის შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ეთერზეთებს, საქარინს, ფლავონოიდებს, აქტიურ კალციუმს და ტანინებს.
თუთის ფოთლების ჩაის სასარგებლო თვისებები
თუთის გამომშრალი ფოთლების ჩაი ხელს უწყობს ცხიმების და ნახშირწყლების მიმოცვლის მოწესრიგებას. ის ეფექტურად უმკლავდება კანქვეშ დაგროვილ ცხიმს. ეს საშუალება დაგეხმარებათ სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონის შემცირებაში.
თუთის ფოთლები გულ-სისხლძარღვთა სისიტემის პირვლი დამხმარეა. მისი რეგულარული მოხმარება არეგულირებს არტერიულ წნევას და ათხელებს სისხლს. ჰიპერტონიით დაავადებულებს ვურჩევთ ჩაანაცვლონ მწვანე და შავი ჩაი თუთის ფოთლებით.
მას ასევე ეფექტურად იყენებენ ხველების დროს, რადგან ხელს უწყობს ნახველის გათხელებას. მას ასევე აქვს სიცხის დამწევი და დამამშვიდებელი ეფექტი.
როგორ მოვამზადოთ თუთის ფოთლების ჩაი
ამისთვის დაგჭირდებათ 2 ს.კ. გამომშრალი თუთის ფოთოლი და 1 ლ. ადუღებული წყალი. დაასხით წყალი ფოთოლს, დააფარეთ თავსახური და დადგით 3-4 წუთი. არომატული სასმელი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წუთით ადრე. შაქრის დამატება არ არის რეკომენდირებული!
ჯანმრთელობას გისურვებთ!