ითვლება, რომ თმაზე მხოლოდ ქალბატონები ზრუნავენ. მწარმოებლებიც ყოველდღე აწარმოებენ სხვადასხვა სახის თმის მოვლის საშუალებებს და ამ დროს არავის ახსენდება მამაკაცების თმის ცვენის პრობლემა.
ბევრი ამ პრობლემას უკავშირებს ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივ ცვლილებებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს მცდარი შეხედულებაა. თმის ცვენის პროვოცირება უამრავი ფაქტორის გამო შეიძლება მოხდეს: არასწორი კვება, მავნე ჩვევები, სტრესისკენს მიდრეკილება, სისხლის დაკარგვა და ინტენსიური სექსუალური ცხოვრებაც კი.
მამაკაცის თმის ცვენის საშუალებები არც ისე ბევრია და რაც არის საკმაოდ ძვირია. ჩვენ გთავაზობთ ხალხური ეფექტური საშუალების გამოყენებას, რომელიც ორი ყველაზე ხელმისაწვდომი ინგრედიენტით კეთდება, ესენია კეფირი და ქაცვის ზეთი.
თმის ცვენის საწინააღმდეგო სასმელი
დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა ქაცვი
- 1 ჭიქა უცხიმო კეფირი
მომზადების წესი:
ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ გარეცხილი ქაცვი, დაასხით კეფირი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სასმელი უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ ცივ მდგომარეობაში.
ამ სასმელის დახმარებით თქვენი თმა გახდება ხშირი და სქელი. მისი მიღება რეკომენდირებულია თმის ცვენის პროფილაქტიკისთვისაც. ასევე კარგია თავის კანის მასაჟი, რომელიც რბილი ჯაგრისით შეგიძლიათ გაიკეთოთ.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.