საშიში კენკრა, რომელიც არ უნდა აჭამოთ ბავშვებს: კომაროვსკის რჩევები

საშიში კენკრა, რომელიც არ უნდა აჭამოთ ბავშვებს: კომაროვსკის რჩევები

ზაფხული არის ხილის, კენკრის და ბოსტნეულის სეზონი. მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და სხვა კენკრა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც არის. რასაც ვერ ვიტყვით ტყეში არსებულ უცნობ ნაყოფზე. ეს კენკრა ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ შეუძლია საკმაოდ სერიოზული მოწამვლის მიზეზი გახდეს.

საშიში კენკრა, რომელიც არ უნდა აჭამოთ ბავშვებს: კომაროვსკის რჩევები
თითქოს ეს ისედაც ცხადია, მაგრამ ჩემი დაქალის ისტორიამ დამაფიქრა. მისმა შვიდი წლის ქალიშვილმა დაინახა ტყეში ეს მიმზიდველი ნაყოფი და გადაწყვიტა მათი შეჭმა. საბედნიეროდ მან დედასაც მიუტანა კენკრა გასამასპინძლებლად და ამის წყალობით დროულად მოხერხდა ბავშვის ექიმთან გადაყვანა. ამ პრობლემას ყურადღება ექიმმა კომაროვსკიმაც კი მიაქცია.

რომელი საშიში კენკრა იზრდება ჩვენს გარშემო

მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვებს, რომ სანამ ხელს მოკიდებენ რომელიმე ნაყოფს, ნებართვა აიღონ მშობლებისგან. არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთი მათგანი შეხების შემდეგაც კი მომწამვლელია.

ექიმმა შეადგინა იმ კენკრის სია, რომელიც სახიფათოა არა მარტო ბავშვებისთვის არამედ უფროსებისთვისაც. ისინი ხშირად გვხვდება ტყეებში და ყურადღებას იქცევენ მადის აღმძვრელი ნაყოფით.

მგლის კენკრა — ეს არის ბევრი შავი და წითელი კენკრის ხალხური დასახელება, რომლებიც ძალიან შხამიანია. როგორც წესი ისინი იზრდებიან პატარა ბუჩქების სახით და იწყებენ დამწიფებას ივლისიდან აგვისტოს თვის პირველ ნახევრამდე.

საშიში კენკრა, რომელიც არ უნდა აჭამოთ ბავშვებს: კომაროვსკის რჩევები

ყველაზე სახიფათოდ ითვლება მგლის თათი. თუ მას შეჭამს ადამიანი, ის იგრძნობს გულის რევის შეგღზნებას, სისუსტეს და დაეწყება კრუნჩხვები. შესაძლოა გამოიწვიოს ტემპერატიურის მატებაც. ამ მცენარის წვენი კი იწვევს კანის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

მაისის შროშანი – ის ძალიან ლამაზად ყვავის და აქვს არაჩვეულებრივი არომატი. თუმცა ამ მცენარის ნაყოფი მომწამვლელია. რამოდენიმე ცალსაც კი შეუძლია ლეტალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. ამიტომ მოარიდეთ მას ბავშვები.

საშიში კენკრა, რომელიც არ უნდა აჭამოთ ბავშვებს: კომაროვსკის რჩევები

წითელი ანწლი – ის საკმაოდ ბევრგან ხარობს სახლის ღობეებთან. ის შეიძლება მარტივად აგერიოთ ცირცელში, რომელიც საკმაოდ სასარგებლოა და იჭმევა კიდეც. სწორედ ამიტომ ამ კენკრით მოწამვლის შემთხვევები არც ისე იშვიათია. მოზრდილთა ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს მის შხამს, თუ მალევე გამოვირეცხავთ კუჭს. აი ბავშვის შემთხვევაში კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო.

საშიში კენკრა, რომელიც არ უნდა აჭამოთ ბავშვებს: კომაროვსკის რჩევები

ბელადოდა – მას იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალების დასამზადებლად, თუმცა მისი გამოყენებისას საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოყენება, რადგან ეს მცენარე ძალიან მომწავლელია.

ბელადონას კენკრა – ის მოგვაგონებს ალუბალს ან პატარა ზომის ყურძენს, ამიტომ ბავშვებს ის ძალიან იზიდავს. სულ რაღაც 2-3 ცალს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი მოწამვლა.

საშიში კენკრა, რომელიც არ უნდა აჭამოთ ბავშვებს: კომაროვსკის რჩევები

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
საშიში კენკრა, რომელიც არ უნდა აჭამოთ ბავშვებს: კომაროვსკის რჩევები
ნუნების მოშორება-ის სურათის შედეგი
ნუნების მოშორების სწორი მეთოდი: მოიშორეთ ეს პრობლემა მარტივად