დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმიც იცვლის იერსახეს, ზიანდება გარკვეული ორგანოები და საჭირო ხდება მათი აღდგენა, მაგალითად შეიძლება დაგიქვეითდეთ მხედველობა და განვითარდეს მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია. გარდა ამისა, შესაძლოა ღვიძლის გარშემო დაგროვდეს დიდი რაოდენობის ცხიმი, რაც გავლენას თქვენს საერთო ჯანმრთელობაზეც მოახდენს, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც ყველა ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ეს მეთოდი ეფუძნება ნატურალურ ინგრედიენტს – ჭარხალს. ჭარხალს შეუძლია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და კარდიოვასკულარული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ასევე შეუძლია მთელი დღის განმავლობაში აგავსოთ საჭირო ენერგიით. ის შეიცავს ბეტაინსა და ტრიპტოფანს, რომელიც ამშვიდებს ნერვებს და ებრძვის დეპრესიას.
ანტი ანთებითი შემადგენლობის წყალობით ის არის ძალიან კარგი ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს და აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას. გასწავლით თუ როგორ უნდა მოამზადოთ ჭარხალი:
ინგრედიენტები:
– 2-3 ჭარხალი
– 2 ცალი ხახვი
– ზეითუნის ზეთი (20 გ)
– ძმარი (20 გ)
– მარილი (1 ს/კ)
მომზადების და გამოყენების წესი:
გათალეთ ჭარხალი და მოხარშეთ მარილიან წყალში. შემდეგ დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოათავსეთ ქვაბში, დაჭერით ხახვიც და შეურიეთ ჭარხალს, ბოლოს დაამატეთ ძმარი და ზეითუნის ზეთი და მარილი გემოვნების შესაბამისად. გააჩერეთ სალათი დაახლოებით 1 საათი და მიირთვით.
ეს მარტივი და გემრიელი სალათი გაგისუფთავებთ მსხვილ ნაწლავს, გაგიუმჯობესებთ ღვიძლის ფუნქციას და მხედველობას. ჭარხალი არის სასარგებლო და ვიტამინებით სავსე საკვები, რომელიც გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას თუ მას თქვენს ყოველდღიურ დიეტაში დაამატებთ.