განთავისუფლდით გოგირდის საცობისგან, მარტივად და უმტკივნეულოდ

Si të pastroni veshët nga dylli me këto hapa të thjeshtë dhe natyralë - Albeu.com

Si të pastroni veshët nga dylli me këto hapa të thjeshtë dhe natyralë - Albeu.com

არაერთმა კვლევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ადამიანის ყურები თვითწმენდად ორგანოს წარმოადგენს მაგ: ხველის დროს, ღეჭვის დროს, ცემინების დროს ადამიანის ყური თავისუფლდება გოგირდისგან, თუმცა არსებობს ისეთი, საკმაოდ ხშირი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულის დროს ყურში ჭარბი გოგირდის გამოყოფის გამო, ვერ ხერხდება ყურის თვითწმენდა და ხდება მისი დაგროვება ყურის ნიჟარაში და შემდეგ მყარ მასად გარდაქმნა, რომელიც საკმაოდ საფრთხის შექმნელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

აღნიშნულ პრობლემას კი წყალბადის ზეჟანგი აგაცილებთ თავიდან. ეს ის საშუალებაა, რომელიც დამეთანხმებით მრავალმხრივ იყენებენ არა მხოლოდ სამედიცინო მიმართულებით, არამედ ხალხური რეცეპტების და რჩევების მიმართულებით.წყალბადის ზეჟანგი 3% 100მლ საქ - ავერსი

 

პრობლემის თავიდან ასაცილებლად მიჰყევით რჩევას. აიღეთ წყალბადის ზეჟანგი და გამოხდილი წყალი თანაბარი პროპორციით. აიღეთ პიპეტკა და დაახლოებით სამი წვეთი ჩაიწვეთეთ ყურში, აუცილებელია თავი მხრის პარალელურად, ჰორიზონტალურად, გქონდეთ გაჩერებული დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში. რამოდენიმე წუთში იგრძნობთ, წყალბადის ზეჟანგის დამახასიათებელ შუშხუნს, რომლითაც მიხვდებით, რომ იგი რეაქციაში შევიდა გოგირდთან. თუ იგრძნობთ, რომ სისველე გაქვთ ყურში არ შეგეშინდეთ თავი გაასწორეთ და გადახარეთ საპირისპირო მიმართულებით, დარჩენილი სითხე უკან წამოვა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოიწმინდეთ იგი მშრალი საწმენდით.

აღნიშნული პროცედურა აუცილებლად გაიმეორეთ მეორე ყურზეც და დაელოდეთ შედეგს. თუ პირველ ჯერზე სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ რამოდენიმე დღის შემდეგ და დამერწმუნეთ ის არ დააყოვნებს.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

შეაფასეთ სტატია
განთავისუფლდით გოგირდის საცობისგან, მარტივად და უმტკივნეულოდ
როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე