მახსოვს ბავშობაში საკმარისი იყო ბალიშზე თავის დადება, რომ მაშინვე მეძინებოდა. ასაკის მატებასთან ერთად შემომეჩვია უძილობა და ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა დამეღწია თავი ამ პრობლემისთვის. როგორც იცით აფთიაქში არსებული საძილე საშუალებები საკმაოდ ძლიერი მოქმედებისაა და არ მინდოდა ასეთი სერიოზული მედიკამენტების მიღება.
გადავწყვიტე მიმემართა ერთ-ერთი ხალხური მეთოდისთვის და ამან ნამდვილად გაამართლა! ეხლა მხოლოდ მას ვიყენებ და გარანტირებული მაქვს ღრმა ძილი.
ყოველგვარი წამლის გარეშე უძილობისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ დაფნის ფოთოლი. დიახ, დიახ! სწორედ ის ინგრედიენტი, რომელსაც იყენებთ სადილების მომზადებისას. დაფნის ფოთოლი უნდა ამოიდოთ ბალიშის ქვეშ მთელი ღამით. ეს მცენარე სწრაფად ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაძაბულობას და სტრესს. ის არა მხოლოდ უძილობას, არამედ დეპრესიასაც უმკლავდება. დამიჯერეთ, გამოცდილი მეთოდია!
რა უნდა გავაკეთოთ, რომ სწრაფად დაგვეძინოს?
- ეცადეთ შეინარჩუნოთ ძილის გრაფიკი.
- შექმენით ძილისთვის იდეალური გარემო. საძინებელში უნდა იყოს სიმშვიდე და სიბნელე.
- დატოვეთ ფანჯრები მთელი ღამით ღია ან გაანიავეთ ძილის წინ.
- ეცადეთ უარი თქვათ ყავაზე და ძლიერ ჩაიზე.
- არ გამოიყენოთ ძილის წინ ტელეფონი, რათა დაიცვათ გონება ნეატიური ინფორმაციის მიღებისგან.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!