მარილი და სოდა, თაფლი და ალკოჰოლი ოპერაციის ნაცვლად – 40 წლის წინ განვიკურნე მოხრილი თითების პრობლემისგან

უამრავი ადამიანი ეძებს ეფექტურ რეცეპტს კონტრაქტურის, ანუ სახსრების შეკუმშვის სამკურნალოდ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით მკურნალობის ჩემეულ მეთოდს. დღეს 74 წლის ვარ და ეს რეცეპტი 40 წლის წინ გამოვცადე. შედეგი გასაოცარი იყო.

მარილი და სოდა, თაფლი და ალკოჰოლი ოპერაციის ნაცვლად - 40 წლის წინ განვიკურნე მოხრილი თითების პრობლემისგან

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შემთხვევით საჩვენებელი თითი გავიჭერი მარცხენა ხელზე. დაზიანებული ადგილი მალევე შემიხორცდა, მაგრამ მყესზე ხელის დადება საკმაოდ მტკივნეული იყო. ნელ-ნელა თითი ხელის გულის მიმართულებით მოიხარა და ხელის გულზე იარაც გამიჩნდა. დიაგნოზი: კონტრაქტურა – სახსრის შეკუმშვა, რბილი ქსოვილების, ან ნერვების დაზიანების შედეგად. 

ექიმებმა მითხრეს, რომ თუ ამ პრობლემას დროულად არ მივხედავდი, ყველა თითი ხელის გულის მიმართულებით გადაიხრებოდა. მირჩიეს ოპერაციის გაკეთება. ყოფილმა სამხედრო ექიმმა მირჩია მარტივი საშუალება: ცხელი აბაზანების ჩატარება მარილისა და საჭმელი სოდის გამოყენებით.

მარილი და სოდა, თაფლი და ალკოჰოლი ოპერაციის ნაცვლად - 40 წლის წინ განვიკურნე მოხრილი თითების პრობლემისგან

მხოლოდ 30 წუთი იყო საკმარისი პროცედურის ჩასატარებლად.

მკურნალობის კურსს ერთ თვეზე მეტი ვიტარებდი. თითმა აგსწორება დაიწყო, ხოლო ხელის გულზე გაჩენილი შრამი კი ნელ-ნელა საერთოდ გაქრა.

მარილი და სოდა, თაფლი და ალკოჰოლი ოპერაციის ნაცვლად - 40 წლის წინ განვიკურნე მოხრილი თითების პრობლემისგან

45 წლის ასაკში, სამსახურში მიმავალი, კიბეზე დავეცი და მუხლი საკმაოდ ძლიერად დავარტყი საფეხურის კიდეს. რენტგენმა აჩვენა, რომ მენისკი იყო გადაწეული, ამოვარდნილი თავისი ადგილიდან. ფეხი გამისივდა და მოხრას ვეღარ ვახერხებდი.

ერთმა კეთილშობილმა ქალბატონმა მიღცია, თაფლი ალკოჰოლთან გამეზავებინა (1:1) და თბილი კომპრესის სახით მთელი რამის განმავლობაში მუხლზე გამეჩერებინა.

ეს პროცედურა არა მარტო ღამით, არამედ დღის განმავლობაშიც ჩავიტარე. თვენახევრის შემდეგ, გასიება დაცხრა და ფეხის მოხრაც ნელ-ნელა შესაძლებელი გახდა. საერთო ჯამში 2 ლიტრამდე საშუალება დამჭირდა სრული შედეგის მისაღწევად. ალკოჰოლს (ჭაჭის არაყი) ვათბობდი, რათა თაფლი უკეთ გახსნილიყო მასში.

კონტრაქტურა – სახსრის შემკუმშვა

მარილი და სოდა, თაფლი და ალკოჰოლი ოპერაციის ნაცვლად - 40 წლის წინ განვიკურნე მოხრილი თითების პრობლემისგან

დაავადების მახასიათებლები

კონტრაქტურა წარმოადგენს სახსრის შეკუმშვას, რბილი ქსოვილების, ან ნერვების დაზიანების შედეგად.  დაავადების სირთულე დამოკიდებულია ტრამვის სიძლიერეზე. როგორც წესი, დაავადება ნელა ვითარდება.

კონტრაქტურა შეიძლება იყოს თადაყოლილი, ან შეძენილი. პირველ შემთხვევაში, სახსრების პრობლემები გამოწვეულია მათი არასათანადო განვითარებით. რაც შეეხება შეძენილ კონტრაქტურას, მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია, იყოს:

  • ნერვული სისტემის აშლილობა;
  • პერიფერიული ნერვის დაზიანება;
  • ტივილის ხანგრძლივად ატანა;
  • სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობა;
  • კუნთებში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესის დარღვევა;
  • მოწამვლა;
  • განსაკუთრებით ცხელ ამინდში დიდი ხნით გაჩერება.

მომენტალური შეუქცევადი კონტრაქტურა ვითრდება მაშინ, როდესაც ნერვული სისტემის გაღიზიანება დასაშვებ ნიშნულს აღემატება, ან გამოიყოფა დიდი რაოდენობით ადრენალინი, რაც იწვევს კუნთებში მიმდინარე მეტაბოლიზმის ნერვული რეგულაციის აშლილობას.

მკურნალობა

თუ უჩივით ფეხის, ან ხელის კუნთების კონტრაქტურას, მტკივან ადგილას დაიდეთ კუზნეცოვის ამპლიკატორი. დააჭირეთ ხელი და დაიდეთ ელასტიური სახვევი. პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთი. ამპლიკატორის გამოყენება 3-4 ჯერ დღეში რეკომენდირებულია.

შეაფასეთ სტატია
მარილი და სოდა, თაფლი და ალკოჰოლი ოპერაციის ნაცვლად – 40 წლის წინ განვიკურნე მოხრილი თითების პრობლემისგან
ეს საშუალება წმენდს არტერიებს და არეგულირებს სისხლის წნევას