დეპრესია – ესაა პრობლემა, რომელიც გულის დაავადებებსაც კი იწვევს

დეპრესია - ესაა პრობლემა, რომელიც გულის დაავადებებსაც კი იწვევს

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მცირე ხნითაც კი არ ჰქონია დეპრესია და ამით გამოწვეული პრობლემები. სკოტ ლირის ხელმძღვანელობით ჩატრებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ დეპრესიის სიმპტომები გულის პრობლემებს და ნაადრევი სიკვდილის გაზრდილ რისკს იძლევა.

ამ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 21 ქვეყნის 145 862 საშუალო ასაკის ადამიანმა და დეპრესიის და მეტი სიმპტომების მქონე 4 ადამიანში გუყლ-სისხლძარღვთა დაავადებების და სიკვდილიანობის 20%-იანი ზრდა გამოავლინა. ეს რისკი უფრო მეტი იყო ქალაქის მასშტაბით, სადაც 2050 წლისთვის პლანეტის მოსხლეობის დიდ ნაწილს მოუწევს ცხოვრება და უფრო მეტი იქნება კაცებს შორის.

სამწუხაროდ, ეს შედეგები დროულია, რადგან ექსპერტები COVID-19-ის პანდემიის გამო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების რიცხვის ზრდას ელოდებიან.

დეპრესია უფრო მეტდ მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე, ვიდრე თამბაქოს მოწევა.

გულ-სისხვძარღვთა დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის დროს, გარდა დეპრესიული ფაქტორის, აუცილებლად განხილული უნდა იქნას ტრადიციული რისკ-ფაქტორები, როგორიცაა, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე და თამბაქოს მოწევა.

ექიმების აზრით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა და პროფილაქტიკა პირველად დახმარებაში გადაიტანონ.

მეცნიერების დასკვნით, არაინფექციური და ფსიქიკური აშლილობის პრობლემები და მასთან გამკლავება კომპლექსური უნდა გახდეს. კვლევების თანხმად, დეპრესიასთან დაკავშირებული ფიზიკური ჯანმრთელობის რისკის ღრმად გაგება აუცილებელია.

შეაფასეთ სტატია
დეპრესია – ესაა პრობლემა, რომელიც გულის დაავადებებსაც კი იწვევს
ძვლოვანი და ხრტილოვანი მასის აღსადგენი საშუალება: 3 რეცეპტი