პოდაგრას თან ახლავს საკმაოდ ძლიერი სახსრების ტკივილი, ართრიტის შემოტევები, კოლიკები თირკმელებში და კანქვეშა წანაზარდები. საჭიროა რეგულარული კონტროლი, რათა პრობლემამ უფრო მძიმე სახე არ მიიღოს. ჩვენ გთავაზობთ შინაურულ თერაპიას.
დიეტა პოდაგრის დროს
სპეციალისტები გვირჩევენ ვეგეტარიანულ დიეტას. ჩართეთ თქვენს რაციონში ხილის წვენი, რძე, ბოსტნეულის წვნიანი, რაც შეიძლება მეტი რძემჟავა პროდუქტები. აუცილებლად მიირთვით ხაჭო და ყველის რბილი სახეობები, მაკარონი და მარცვლეული.
ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად ითვლება სტაფილო, თეთრი კომბოსტო, ყაბაყი, კარტოფილი, კიტრი და ბადრიჯანი. სასურველია შეამციროთ მენიუში ნიახურის, ისპანახის, ბოლოკის და ასპარაგუსის რაოდენობა.
თუ თქვენთვის ძნელია მარილზე უარის თქმა, ეცადეთ შეამციროთ მაინც მისი მოხმარების რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი სასმელი წყლის მიღება დღის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ბალახის ჩაი ლიმონით, ნატურალური ბურახი, ახლად დაწურული ხილის წვენი და ასკილის ნახარში.
დაავადების გამწვავება იმის ნიშანია, რომ რაციონიდან უნდა ამოიღოთ თევზი და ხორცი. ყოველი მესამე დღე უნდა იყოს განტვირთვის (ხილი და ბოსტნეული, კეფირი, უცხიმო ხაჭო).
თევზის და ხორცის გარდა ასევე სასურველია უარი თქვათ ძლიერ ყავაზე და ჩაიზე, ნებისმიერი სახის პარკოსნებზე, კრემიან ტკბილეულზე, ლეღვზე, ყურძენზე და ჟოლოზეც კი. ცხარე საკვებიც ასევე აკრძალულია.
დიეტა გეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში, რომელიც პოდაგრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია. აი გარეგან სიმპტომებთან გამკლავებაში კი სხვა საშუალება დაგეხმარებათ – სოდა. ამ ჩვეულებრივ თეთრ ფხვნილს პატარა სასწაულების მოხდენა შეუძლია.
სოდა პოდაგრის დროს
სოდიანი აბაზანა ხსნის სახსრების დაღლილობას, რომლის მიზეზიც გახდა წამონაზარდი. გააზავეთ 3 ლ. თბილ წყალში 3 ს.კ. სოდა და 9 წვეთი იოდი. ჩააწყვეთ ფეხები წყალში და გააჩერეთ 5-7 წუთით. დაღლილობა მაშინვე გაქრება ისე, თითქოს არც ყოფილა.
მოამზადეთ სპეციალური მალამო – აურიეთ ერთმანეთს 1/2 ს.კ. სოდა, 30 გრ. გახეხილი სარეცხის საპონი, 100 მლ. მზესუმზირის ზეთი და 50 მლ. ნავთი. უნდა შეინახოთ ბნელ ადგილზე 72 საათით. წაისვით მალამო სახსრებზე და გადაიხვიეთ ბინტი, რათა გაათბოს. დაწექით ასე 30 წუთით მაინც.
ზოგი ადამიანი ეფექტურობის გასაზრდელად სვავს სოდიან წყალს, თუმცა ამ მეთოდის ეფექტურობა დამტკიცებული არ არის. გირჩევთ დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ ამ მხრივ სოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. აუცილებლად გაითვალისიწნეთ ექიმის რჩევები და დაიცავით დიეტა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ