რა სიხშირით უნდა მივირთვათ წიწიბურის ფაფა?

польза гречневой каши

წიწიბურა – ბურღულეულთა დედოფალია. ამასთანავე, ეს ბურღულეული, ნამდვილად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ვინაიდან არ ექვემდებარება გენურ მოდიფიკაციასა და ქიმიკატებით დამუშავებას. წიწიბურას ფაფის სარგებლობა უდავოა, მაგრამ ადამიანები, მაინც, ამჯობინებენ რა ახალმოდურ პროდუქტებს, არ ჩქარობენ მის ჩართვას თავიანთ რაციონში. და ძალიან ტყუილად.

польза гречневой каши

რედაქცია „statiebi.com“ მოგითხრობთ, რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ისაუზმებთ გემრიელი წიწიბურას ფაფით 3-ჯერ კვირაში.

წიწიბურის სასარგებლო თვისებები

  • ამცირებს შაქრის დონეს

წიწიბურას ფაფას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი და ხელს უწყობს შაქრის კლებას სისხლში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტიანია მწვანე წიწიბურა. ამ ბურღულის მოხმარება სასარგებლოა დიაბეტის პროფილაქტიკისთვის და, აგრეთვე, მისი არსებობის შემთხვევაშიც.

польза гречневой каши
  • ხელს უწყობს გახდომას

წყალში მოხარშული წიწიბურას ფაფის 100 გრამი შეიცავს, სულ, 110 კკალ. ის საკმარისად ნოყიერია, მისი ენერგიის მუხტი ხანგრძლივია და, აგრეთვე,  ორგანიზმის საჭირო ვიტამინებით გაჯერების თვისება აქვს. წიწიბურას აქვს შარდსადენი ეფექტი  და გამოჰყავს ტოქსინები. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ წიწიბურას ფაფის ჭამა დილაობით არ გიშველის 20 კგ დაკლებაში. აი, მისი შეთავსება კი სპორტთან და ცხოვრების ჯანმრთელ წესთან დადებითად მოქმედებს ფიგურაზე.

польза гречневой каши
  • ამაგრებს სისხლძარღვებს

წიწიბურას ფაფა მდიდარია რკინით, რომელიც აუცილებელია  სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ნივთიერება რუტინი – ამაგრებს სისხლძარღვებს, ამცირებს რა რისკს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას. ამიტომ, მოცემულ ბურღულს ურჩევენ მათ, ვინც არც დიდი ხანია  გადაიტანა ოპერაცია, აგრეთვე, ორსულებს სხვადასხვა გართულების პროფილაქტიკისთვის. ამასთანავე, წიწიბურა ხელს უწყობს სისხლძარღვთა გასუფთავებასა და ქოლესტერინის შემცირებას.

польза гречневой каши
  • ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

წიწიბურას მოხმარებას ძალიან ხშირად განზრახ უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონე ადამიანებს, უჯრედისი და სახამებელი ხსნის შეკრულობებისგან და მეტეორიზმისგან. ნიკოტინის მჟავა ეხმარება მეტაბოლიზმის მოწესრიგებას, აჩქარებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზს. მაგრამ, ყველაზე მთავარია ის, რომ წიწიბურას ფაფის მოხმარება წარმოადგენს ნაწლავების კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკას.

польза гречневой каши
  • აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმების მდგომარეობას

თუთია, A და B ვიტამინები აჩქარებენ თმების ზრდას, ბრწყინვალეს ხდის და აძლიერებს. აგრეთვე, კალციუმი, რომელსაც შეიცავს წიწიბურა, აუმჯობესებს კბილების, ძვლებისა და ფრჩხილების მდგომარეობას, და ხელს უწყობს D ვიტამინის შეთვისებას. რუტინი უზრუნველყოფს ბუნებრივ მზის დაცვას. მანგანუმი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, რის გამოც კანი გამოიყურება უფრო კაშკაშად და ცოცხლად. A ანტიოქსიდანტი და ფლავონოიდები აყოვნებენ დაბერებას. ფაფა კი არა, არამედ ახალგაზრდობის ელიქსირია.

польза гречневой каши
  • ამშვიდებს და ჩუქნის კარგ განწყობილებას

წიწიბურა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელსაყრელად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. მისი მოხმარება რეკომენდებულია დეპრესიების დროსაც ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. აგრეთვე, მისი ჭამა  რეკომენდებულია, თუ გესიზმრებათ კოშმარული სიზმრები – ვიტამინი B12 დაეხმარება ძილის ნორმალიზებას.

польза гречневой каши
  1. წიწიბურა ძალიან სასარგებლოა. აგრეთვე, მისი მომზადება ადვილია და ის ჩინებულად შეეხამება ბევრ პროდუქტს. მაგრამ,  საყურადღებოა გვესმოდეს, რომ მისი გადაჭარბებული ჭამა, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის, არ არის მიზანშეწონილი. 3-ჯერ კვირაში საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მან სასარგებლო გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე.
  2. აგრეთვე, ჩვენ ადრე მოგითხრობდით ყველაზე სასარგებლო დიეტური ფაფების შესახებ.
  3. მოგვიყევი კომენტარებში, თუ გიყვარს წიწიბურა. და, აგრეთვე, გაუზიარე სტატია შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში.
შეაფასეთ სტატია
რა სიხშირით უნდა მივირთვათ წიწიბურის ფაფა?
როგორ გავწმინდოთ შხაპის თავი: მარტივი და ეფექტური მეთოდი