თუმცა გარეგანი მოვლის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია მინერალები და ვიტამინები, რომელსაც ვიღებთ საკვების სახით. ამიტომ ჩვენ შევკრიბეთ ყველა საჭირო პროდუქტი ერთ სმუზში, რომელიც სასარგებლოსთან ერთად ძალიან გემრიელია.
სასმელის ინგრედიენტები
ნუში
ნუშის ზეთი და რძე სპილენძის წყაროა, რომელიც ხელს უშლის ჭაღარის გაჩენას. გარდა ამისა ის მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და E ვიტამინით.
ბერძნული იოგურტი
ეს სასმელი მდიდარია ცილებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის, ფრჩხილების და თმების ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. იოგურტი ასევე შეიცავს D ვიტამინს, რომლის დეფიციტიც იწვევს თმის ზრდის შენელებას და მის დაკარგვას.
ფინიკი
ფინიკი მდიდარია PP ვიტამინით, რომელიც პასუხს აგებს სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაზე.
ბანანი
ბანანი შეიცავს ბევრ გოგირდს, რომლის გარეშეც ჩვენი ორგანიზმი ვერ აწარმოებს კოლაგენს და კერატინს.
ლეღვი
ეს პროდუქტი მდიდარია თუთიით, რომელიც ასტიულირებს თმის ფოლეკულების ზრდას. ლეღვი ხელს უშლის თმის მტვრევადობას, სიმშრალეს და ხელს უწყობს თავის კანის სიჯანსაღის შეარჩუნებას.
რეცეპტი
დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა ნუშის რძე
- 0,5 ჭიქა ბერძნული იოგურტი
- 4 ცალი გამომშრალი ლეღვი
- 3 ს.კ. ნუშის ზეთი
- 0,5 ცალი ბანანი
- 1 მწიკვი მუსკატის კაკალი
მომზადების წესი:
- დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილით. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!