სმუზი თმის ზრდის დასაჩქარებლად

სმუზი თმის ზრდის დასაჩქარებლად

ქალბატონთა უმეტესობა დიდ ყურადღებას აქცევს თმის მოვლის პროცესს. ამისთვის დიდი ყურადღებით არჩევენ შამპუნს და ამზადებენ თმის ნიღბებს.

თუმცა გარეგანი მოვლის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია მინერალები და ვიტამინები, რომელსაც ვიღებთ საკვების სახით. ამიტომ ჩვენ შევკრიბეთ ყველა საჭირო პროდუქტი ერთ სმუზში, რომელიც სასარგებლოსთან ერთად ძალიან გემრიელია.

სასმელის ინგრედიენტები

ნუში

სმუზი თმის ზრდის დასაჩქარებლად

ნუშის ზეთი და რძე სპილენძის წყაროა, რომელიც ხელს უშლის ჭაღარის გაჩენას. გარდა ამისა ის მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და E ვიტამინით.

ბერძნული იოგურტი

სმუზი თმის ზრდის დასაჩქარებლად

ეს სასმელი მდიდარია ცილებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის, ფრჩხილების და თმების ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. იოგურტი ასევე შეიცავს D ვიტამინს, რომლის დეფიციტიც იწვევს თმის ზრდის შენელებას და მის დაკარგვას.

ფინიკი

სმუზი თმის ზრდის დასაჩქარებლად

ფინიკი მდიდარია PP ვიტამინით, რომელიც პასუხს აგებს სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაზე.

ბანანი

სმუზი თმის ზრდის დასაჩქარებლად

ბანანი შეიცავს ბევრ გოგირდს, რომლის გარეშეც ჩვენი ორგანიზმი ვერ აწარმოებს კოლაგენს და კერატინს.

ლეღვი

სმუზი თმის ზრდის დასაჩქარებლად

ეს პროდუქტი მდიდარია თუთიით, რომელიც ასტიულირებს თმის ფოლეკულების ზრდას. ლეღვი ხელს უშლის თმის მტვრევადობას, სიმშრალეს და ხელს უწყობს თავის კანის სიჯანსაღის შეარჩუნებას.

რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა ნუშის რძე
  • 0,5 ჭიქა ბერძნული იოგურტი
  • 4 ცალი გამომშრალი ლეღვი
  • 3 ს.კ. ნუშის ზეთი
  • 0,5 ცალი ბანანი
  • 1 მწიკვი მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:

  • დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სმუზი თმის ზრდის დასაჩქარებლად

მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილით. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია