რატომ უნდა დავუმატოთ ძმარი ბულიონს

რატომ უნდა დავუმატოთ ძმარი ბულიონს

დაფიქრებულხართ თუ რატომ უწევენ რეკომენდაციას გრიპის დროს ქათმის ნახარშს? როგორც აღმოჩნდა, ის შეიცავს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს, რომელსაც ავადყოფის გამოჯანმრთელების დაჩქარება შეუძლია. აი თუ ნახარშს ძმარსაც დაუმატებთ, მაშინ კიდევ უფრო მეტად დაეხმარებით ორგანიზმს. როგორ? ამის შესახებ სტატიაში გიამბობთ.

რატომ უნდა დავუმატოთ ძმარი ბულიონს

რისთვის უმატებენ ბულიონს ძმარს: სპეციალისტების ახსნა-განმარტება

ნუტრიციოლოგები ირწმუნებიან, რომ ვაშლის ძმარი ხელს უწყობს ძვლებიდან მკვებავი ნივთიერებების მაქსიმალურ გამოდევნას. ამ ინგრედიენტის წყალობით ბულიონი 15-ჯერ უფრო მდიდარი ხდება მაგნიუმით და კალციუმით. ამ ეფექტის მიღწევა შეგიძლიათ, თუ 30 მლ. ძმარს დაუმატებთ მთელ ქვაბ ნახარშს.

რატომ უნდა დავუმატოთ ძმარი ბულიონს
მნიშვნელოვანია ასევე ხარშვის დროც, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი. გემრიელი და სასარებლო ბულიონის მისაღებად ის დიდხანს უნდა გააჩეროთ ცეცხლზე:

  1. ქათმის ძვლები 3-4 საათი;
  2. საქონლის ძვლები 12-18 საათი.

ძვლის ნახარშის რეცეპტი

რატომ უნდა დავუმატოთ ძმარი ბულიონს
დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი ქათმის ცვლები
  • 3,5 ლ.წყალი
  • 30 მლ. ვაშლის ძმარი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 2 ღერი როზმარინი

მომზადების წესი:

  1. მოათავსეთ ძვლები ქვაბში ხახვთან, სტაფილოსთან და როზმარინთან ერთად.
  2. დაასხით წყალი, დაუმატეთ პილპილი და მარილი.
  3. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ვაშლის ძმარი. დატოვეთ ნელ ცეცხლზე 3-4 საათით.

სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ბულიონის გადაწურვა და დალევა ან სხვადასხვა კერძში დამატება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
რატომ უნდა დავუმატოთ ძმარი ბულიონს
ჩიას თესლი: სასარგებლო თვისებები და მომზადების წესი