გაიხსენეთ ყველასთვის ცნობილი ვიეტნამის ბალზამი “ოქროს ვარსკვლავი” და გაეცანით მის აქამდე უცნობი სასარგებლო თვისებები…

გაიხსენეთ ყველასთვის ცნობილი ვიეტნამის ბალზამი “ოქროს ვარსკვლავი” და გაეცანით მის აქამდე უცნობი სასარგებლო თვისებები...

ვფიქრობ უმეტესობას გსმენიათ ვიეტნამის ბალზამის “ოქროს ვარსკვლავის” შესახებ. ის 1982 წელს შექმნა და მას შემდეგ იკავებს საპატიო ადგილს სააფთიაქო ქსელში. დღეს ჩვენ გაგაცნობთ მისი სასარგებლო თვისებების სრულ ჩამონათვალს.

მისი შემადგელობიდან გამომდინარე ვიეტნამის ბალზამი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ჭრილობების შეხორცებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

შემადგენლობა:

– კრისტალიზებული მენთოლი

– კამფორი

– ეთერზეთები – პიტნის, ევკალიპტის, მიხაკის და მდოგვის.

 

სასარგებლო თვისებები

 

1. კბილის ტკივილი
კბილის ტკივილის დროს შეიზილეთ ბალზამი ყვრიმალებზე, ხელის მტევანზე, დიდ თითზე და კეფაზე.

2.თავის ტკივილი
სტრესით, გაციებით ან გადაღლილობით გამოწვეული თავის ტკივილის დროს, დაიდეთ ცოტაოდენი ბალზამი საფეთქლებზე. დაახლოებით 20-30 წუთში ტკივილის შეგრძნება გაგივლით. იგივე მეთოდი თავბრუსხვევის დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

3. ნევროზი და სტრესული მდგომარეობა
ბალზამში შემადგენელ ეთერზეთებს აქვთ შფოთვისა და დაღლილობის მოხსნის შესაძლებლობა. დაახლოებით ასანთის ღერის თავის ოდენობის ბალზამი წყალში გახსენით და მიიღეთ თბილი აბაზანა.

4. ხველა
თუ ხველა გაწუხებთ, წაისვით ბალზამი საფეთქლებზე და მკერდის არეში წაისვით ან ინჰალაცია გაიკეტეთ.

5. ზღვის ავადმყოფობა
ზღვის ავადმყოფობის დროს შეიზილეთ ბალზამი კეფისა და საფეთქლების არეში.

6. რადიკულიტი
დღეში 2-3 ჯერ შეიზილეთ მცირეოდენი ბალზამი პრობლემურ ადგილებზე. მისი გამოყენება რამოდენიმე თვის განმავლობაში შეგიძლიათ, უკუჩვენება ამ მხრივ არ უფიქსირდება.

7. ფეხის შეშუპებისა და კოჟრების დროს
აბაზანის მიღების შემდეგ შეიზილეთ ბალზამი ტერფის კანში.

8. ნაღრძობი ან დაჭიმვა
მსუბუქი გადაბრუნების ან ღრძობის დროს ბალზამი მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ და ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიხსენეთ ყველასთვის ცნობილი ვიეტნამის ბალზამი “ოქროს ვარსკვლავი” და გაეცანით მის აქამდე უცნობი სასარგებლო თვისებები…
ბაბუაჩემმა მასწავლა, როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს. მოიშორეთ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ