რა უნდა გავაკეთოთ თუ პური ხშირად გვიობდება?

რა უნდა გავაკეთოთ თუ პური ხშირად გვიობდება?

ვფიქრობ ნებისმიერი დიასახლისი აღმოჩენილა ამ პრობლემის წინაშე. წელიწადის ცხელ პერიოდში პური განსაკუთრებით მალე ობდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე მისი მაცივარში შენახვა. ეს მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა, მაგრამ პურს გემოს უკარგავდა და უცვლიდა. ერთ დღეს ეს პრობლემა ჩემს ახლობელს გავანდე და მან მასწვალა რამოდენიმე ეფექტური ხრიკი, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

რა უნდა გავაკეთოთ თუ პური ხშირად გვიობდება?

პურის სწორად შენახვის 3 მეთოდი

1. შეარჩიეთ სწორი საპურე

ჩვენ გვქონდა პლასტმასის ულამაზესი საპურე, მაგრამ სამწუხაროდ პური ძალიან მალე გვიფუჭდებოდა მასში. ახლობლის რჩევით შევიძინე ხის საპურე და ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მართალია ის შედარებით ძვირადღირებულია, მაგრამ ყოველდღიურად პურის გადაყრას ნამდვილად ჯობია ხარისხიანი საპურის შეძენა.

რა უნდა გავაკეთოთ თუ პური ხშირად გვიობდება?

2. შეინახეთ ქვაბში

ეს ვარიანტი ხის საპურის შესანიშნავი ალტერნატივაა. პური ჯერ უნდა გაახვიოთ პირსახოცში და შემდეგ მოათავსოთ ქვაბში. მასთან ერთად შეგიძლიათ მოათავსოთ 1 ვაშლი, კარტოფილი და მოაყაროთ ცოტაოდენი მარილი. ამის შემდეგ დააფარეთ თავსახური.

რა უნდა გავაკეთოთ თუ პური ხშირად გვიობდება?

3. შეინახეთ მარილთან ერთად

ეს ხრიკი ყველაზე მეტად მომეწონა. როგორც აღმოჩნდა პურ-ფუნთუშეულის ობისგან დასაცავად საჭიროა მათი შენახვის ადგილზე პატარა ჭურჭლით მარილის დადება. ის იცავს საპურეს ობის გაჩენისგანაც. თუმცა მნიშველოვანია ისიც, რომ საპურე კარგად უნდა იხურებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მარილი უსარგებლო აღმოჩნდება.

რა უნდა გავაკეთოთ თუ პური ხშირად გვიობდება?

ამ პრაქტიკული რჩევების წყალობით უკვე აღარ მიწევს ყოველდღიურად დაობებული პურ-ფუნთუშეულის გადაყრა. თუ მაინც მოხდა ასეთი შემთხვევა, მაშინ ჯობია უარი თქვათ ასეთი პროდუქტის მოხმარებაზე და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას.აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
რა უნდა გავაკეთოთ თუ პური ხშირად გვიობდება?
თვალების ქვეშ გაჩენილი სილურჯეების და შეშუპების საწინააღმედგო საშუალება