ისპანახის 2 საინტერესო რეცეპტი
ისპანახის რულეტი
დაგჭირდებათ:
- 200 გრ. ისპანახი
- 3 ცალი კვერცხი
- 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. ოხრახუში
- 200 გრ. ნაღების ყველი
- 250 გრ. შებოლილი ორაგული
- ბერძნული კაკალი გემოვნებით
- 1 ცალი ლიმონი
- 3 ცალი კივი
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხეთ ისპანახი და ოხრახუში, დააბლენდერეთ ფაფისებური მასის მიღებამდე.
- ათქავიფეთ კვერცხის ცილა თეთრი მასის მიღებამდე.
- აურიეთ ფქვილს მარილი, მწვანილის მასა, კვერცხის გული და ნახევარი ლიმონის წვენი. ათქვიფეთ ინგრედიენტები ბლენდერით და ნელა შეურიეთ ათქვეფილი ცილა.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით კარაქი და თანაბარ ფენად განათავსეთ ზედ ისპანახის ცომი. გამოაცხვეთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.
- დაჭერით კივი რგოლებად. ნაღების ყველს შეურიეთ დარჩენილი ლიმონის წვენი.
- ისპანახის ცომს წაუსვით მიღებული კრემი, ზევიადნ დააწყვეთ ორაგულის ნაჭრები და კივი.
- მიაღებინეთ რულეტის ფორმა, გადაუსვით ზევიდან დარჩენილი კრემი და მოაყარეთ ბერძნული თხილი. ამის შემდეგ მოათავსეთ რულეტი მაცივარში 1,5 საათით.
ისპანახის ფენოვანი წასახემსებელი
დაგჭირდებათ:
- 200 გრ. ისპანახი
- 3 ცალი კვერცხი
- 1 ჩ.კ. ოხრახუში
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 2 ს.კ. ხორბლის ყველი
- 250 გრ. ნაღების ყველი
- 150 გრ. ყველი
- 250 გრ. წითელი თევზი
- 1 ცალი ლიმონი
მომზადების წესი:
დაბლენდერებული მწვანილი აურიეთ ფქვილს, მარილს ნახევარი ლიმონის წვენს ბლენდერის საშუალებით.
აურიეთ ცომი კარგად ათქვეფილ ცილას. განათავსეთ ცომი წინასწარ გამზადებულ საცხობ ფორმაზე. ფორმაზე უნდა დააფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვათ კარაქი. გამოაცხვეთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე. გამზადებული დაჭერით არათანაბარ ნაჭრებად: 1/3 და 2/3.
დიდ ნაჭერს წაუსვით ნაღების ყველის და ლიმონის ნაზავი. დააწყვეთ ყველის ნაჭრები, წითელი თევზი და ისევ ყველი.
ყველის ზედა ფენას გადაუსვით მომზადებული ნაღების კრემი. გაჭერით ნახევრად და დაადეთ ნაჭრები ერთმანეთს და ზევიდან დააფინეთ ისპანახის დარჩენილი ბისვიტი.
If you liked the video - share it with your friends:
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
გემრიელად მიირთვით!