კიბოს გამომწვევი პროდუქტები!

კიბოს გამომწვევი პროდუქტები!
დღეს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშინელი დაავადებაა. ყოველდღე ონკო პაციენტთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. კიბო სხვა და სხვა მიზეზის გამო ჩნდება: მემკვიდრეობა, ჰორმონალური ფაქტორები, ბიოლოგიური ფაქტორები, ქიმიური და ფიზიკური კანცეროგენები.

კიბოს გამომწვევი პროდუქტები!

გარდა ამ მიზეზებისა არანაკლებ მნიშვნელოვანია კვებაც, რადგან მასზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ონკოლოგებმა შეადგინეს პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს ქიმიური კანცეროგენებს რომლებიც ზრდიან ავთვისებიანი კვანძების წარმოქმნის რისკს.

კიბოს პროფილაქტიკისთვის გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან ეს პროდუქტები:

ალკოჰოლი

კიბოს გამომწვევი პროდუქტები!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიგარეტის შემდეგ სასმელი დაასახელა სიმსივნის გაჩენის მიზეზად. ადამიანებს, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, სიმსივნური კვანძები ყველაზე ხშირად უჩნდებათ საკვებიის მონელების ორგანოების სისტემაში: ნაწლავი, ღვიძლი, პირის ღრუ, ყელი და ხორხი.

ალკოჰოლში მთავარი კანცეროგენია ეთანოლი. მისი გადამუშავების პროცესში ორგანიზმში წარმოიქმნება ძმარმჟავა ალდეჰიდი, რომელიც აზიანებს უჯრედებს და ხდის მათ კიბოსკენ მიდრეკილს.

მარილი

კიბოს გამომწვევი პროდუქტები!

მარილის უზომო რაოდენობით მოხმარება ქმნის ორგანიზმში ქლორის დალექვის საფრთხეს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

მარილიანი პროდუქტების რეგულარული მოხმარება აორმაგებს კიბოს განვითარების რიკს.

ძეხვეული

კიბოს გამომწვევი პროდუქტები!

ძეხვეული და განსაკუთრებით შებოლილი, შეიცავს საკვებ დანამატს – ნიტრიტ ნატრიუმს, რომელიც ახდენს სიმსივნური დაავადებების გაჩენის პროვოცირებას.

ნიტრიტ ნატრიუმი საკმაოდ პოპულარული საკვები დანამატია, რომელსაც იყენებენ საკვების საღებავის და კონსერვანტის სახით ხორცის პროდუქტებში. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძეხვეულის ხშირ მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ ნაწლავის კიბო.

ტკბილი გაზიანი სასმელები

კიბოს გამომწვევი პროდუქტები!

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კვირაში 2 ჭიქა ტკბილი გაზიანი სასმელის მოხმარება ორჯერ ზრდის კუჭქვეშა ჯირკვალის კიბოს განვითარების რისკს. ეს კი იმიტომ, რომ სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა კანცეროგენს, არომატიზატორებს და შაქრის შემცვლელს.

სწრაფი კვება

კიბოს გამომწვევი პროდუქტები!

სწრაფი კვების მოყვარულთათვის ცუდი ამბავი გვაქვს. მეცნიერთა კვლევების თანახმად, სწრაფი კვების მოყვარულებს ყველაზე დიდი შანსი აქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვიტარების მხრივ. გარდა ამისა ის იწვევს ჭარბ წონას და მიდრეკილებას შაქრიანი დიაბეტის მიმართ.

ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ თქვენი კვების რაციონს. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კიბოს გამომწვევი პროდუქტები!
ჯინჯერის ჩაი – საოცრად ეფექტური გაციების საწინააღმდეგო ჩაი – მედეას გემრიელი ბლოგი
საშუალება, რომელიც გრიპისგან და სურდოსგან გიხსნით