თუ სოკო ერთხელ მაინც მოხვდა თქვენს ორგანიზმში, მისგან განთავისუფლება უკვე ძალიან რთულია რადგან ის შიგნიდან ვითარდება. რა სახის სოკოც არუნდა იყოს, ის ცდილობს დარჩეს ორგანიზმში რაც შეიძლება დიდხანს. თუ თქვენ გაწუხებთ სახსრები და ამ დროს ფეხზე სოკო გაქვთ ე.ი. დაინფიცირებულია ლიმფა. ამ დროს აუცილებელია ორგანიზმიდან მისი გამოდევნა.
სოკოს ერთ-ერთი სახეობაა საფუარი. მასზე არ მოქმედებს არც მაღალი და არც დაბალი ტემპერატურა. მაგალითისთვის ავიღოთ პური, რომელიც გადის თერმულ დამუშავებას მაგრამ საფუარს ეს არანაირად არ აზიანებს. საქმე იმაშია, რომ საჭიროა შევქმნათ სოკოსთვის აუტანელი საარსებო პირობები.
დიეტა სოკოს დროს
არ უნდა მიირთვათ სოკოს დროს: საფუარიანი პური, ლუდი, სასმელები ჩაის და კეფირის სოკოსგან.
ასევე საჭიროა ხილის შერჩევა: თუ ყუთში ერთი გაფუჭებული ნაყოფი მაიცნ არის, მაშინ მისი შეძენა არ ღირს.
ყოველდღე უნდა მიირთვათ:
ხახვი და ნიორი – ეს ანტიპარაზიტული საშუალებები შესანიშნავად ებრძვიან სოკოს. აუცილებლად დაუმატეთ ისინი კერძებს!
წიწვოვანის წვენი – უპირატესობა მიანიჭეთ კედარს. შეგიძლიათ დაუმატოთ კომპოტებს, დაამზადოთ მისგან ნაყენი ან ნახარში, დაუმატოთ ჩაის ან უბრალოდ დაღეჭოთ. თუ ასეთ მძაფრს გემოებს ვერ იტანთ, მაშინ დაუმატეთ 1-2 წვეთი ეთერზეთი 1 ს.კ. არაჟანს და მიირთვით.
პროპოლისი – არ დაგავიწყდეთ ამ პროდუქტის რაციონში ჩართვა. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნაყენის, ნახარშის ან მურაბის სახით. შეგიძლიათ მიმართოთ ყველაზე მარტივ ხერხს და დაუმატოთ უს თაფლს.
სანელებლები – ეცადეთ ტრადიციად და ჩვევად აქციოთ სხვადასხვა სანელებლების გამოყენება. პირშუშხა, ბოლოკი. წიწაკის ყველა სახეობა, ძირა, კურკუმა და ა.შ.
მჟავე კენკრა – მოცხარის, მოცვის, ქაცვის, მაყვლის და მსგავსი კენკრის შემადგენლობაში მყოფი ბუნებრივი მჟავა ქმნის სოკოსთვის არასასურველ გარემოს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!