ეს სამკურნალო მცენარე დიდი ალბათობით თქვენც გაქვთ სახლში. ისწავლეთ მისი სწორად გამოყენება…

толстянка
ბარაქის ხეს (ლათ. Crássula) თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ზოგს მისი სილამაზე იზიდავს, ზოგიერთ ადამიანს კი სჯერა, რომ ის ბარაქას მიიზიდავს. ძალიან ცოტამ თუ იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. ის უამრავ დაავადებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, რადგან მას აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ბარაქის ხე სამკურნალოდ?

1. დამწვრობა, ჭრილობა, ნახეთქები, დაჭიმულობა.
ბარაქის ხის ფოთლებისგან მოამზადეთ ფაფისებური მასა და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე ბინტის დახმარებით. სახვევი უნდა გამოიცვალოთ მისი გაშრობისთანავე, დაახლოებით 2-3 საათში ერთხელ.

 

толстянка

2. ართრიტი, ართროზი.
10-15 ფოთლისგან დაწურეთ წვენი და შეიზილეთ სახსრებზე ყოველი ძილის წინ.

толстянка

3. ანგინა, ტონზილიტი.
200 მლ. წყალში გახსენით 10 ფოთლის წვენი. მიღებული სითხე დღეში 3-5 ჯერ გამოივლეთ ყელში.

толстянка

4. ჰერპესი ტუჩებზე.
2-3 ცალი ფოთლისგან გამოწურეთ წვენი და წაისვით პრობლემურ ადგილზე ყოველ 30 წუთში ერთხელ ან დაასველეთ წვენში ბამბის დისკი და დაიდეთ.

толстянка

5. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
უზმოზე მიირთვით 2 ცალი ბარაქის ხის ფოთოლი. საჭიროა მათი კარგად დაღეჭვა.

толстянка

6. ცისტიტი, პიელონეფრიტი.
5 ცალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ. ცხელი წყალი, გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ , ჭამამდე 15 წუთით ადრე 1 ს.კ.

толстянка

7. ბუასილი.
პრობლემურ ადგილზე დაიდეთ გადაჭრილი ფოთოლი. მაშინვე იგრძნობთ შვებას.

толстянка

ყურადღება!

ბარაქის ხის სამკურნალოდ გამოყენებისას იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან ის საკმაოდ დიდი კონცენტრაციით შეიცავს დარიშხანს! დოზის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება, დიარეა და გონების დაკარგვაც კი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ეს სამკურნალო მცენარე დიდი ალბათობით თქვენც გაქვთ სახლში. ისწავლეთ მისი სწორად გამოყენება…
ტესტი: როგორ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი თმა