თითქმის არცერთი სადღესასწაულო სუფრა არ რჩება მაიონეზიანი სალათების გარეშე. რაღა თქმა უნდა უკეთესია სალათების მომზადება სახლში მომზადებული მაიონეზით, მაგრამ როცა დრო არ გვაქვს ვიყენებთ მარკეტში ნაყიდს. როგორც იცით ასეთი სახის მაიონეზი არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თუ ჩვენ ხარისხიან პროდუქტს ავირჩევთ, ასე მინიმუმამდე დავიყვანთ ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების ხარისხს.
რაც უფრო ცხიმიანია მაიონეზი, მით უფრო უკეთესია
ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი
ნებისმიერ შემადგენლობაში პირველ ადგილზეა წარმოდგენილი ის ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტია პროდუქტში. კარგ მაიონეზში ასეთი კომპონენტი უნდა იყოს ზეითუნის ზეთი, მაგრამ არა ჰიდროგენიზირებული!
შუშის ქილების სასარგებლო თვისება
ძირითადად სოუსები წარმოდგენილია არა გამჭვირვალე შეფუთვებით, მაგრამ თუ მაიონეზი არის შუშის ქილაში მაშინ ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს: არ უნდა იყოს მასაში ჰაერის ბუშტები და უნდა იყოს ერთგვაროვანი მასა. ეს არის კარგი სოუსი.
მწყერის კვერცხის გულის მაიონეზი
ეს და სხვა მარკეტინგული ხრიკები. სინამდვილეში ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ახალი კვერცხის გულს და კვერცხის ფხვნილს თითქმის ერთი და იგივე თვისებები აქვთ. კვერცხის ფხვნილი ნაკლები ემულგატორების გამოყენების საშუალებას იძლევა და გამორიცხავს სალმონელათი დაავადების რისკს.
შენახვის ვადა
დამზადების თარიღი დიდი ციფრებით უნდა იყოს დაწერილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის არ იყოს დაბურული. რაც უფრო ცოტაა შენახვის ვადა, მით უფრო ნაკლები დანამატი აქვს მაიონეზს. მაიონეზში, რომელიც წლების განმავლობაში ინახება, ვერ ნახავთ ვერაფერს ნატურალურს.
შეძენილი პროდუქტის შემოწმება
მაიონეზი არც ისე ძვირადღირებული პროდუქტია და თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ მის ხარსხში, თავისუფლად შეგიძლიათ მოისროლოთ სანაგვე ურნაში. ეჭვების გაქარწყლებაში შემდეგი ტესტები დაგეხმარებათ:
1. დაასხით სოუსი თეფშზე და დაიცადეთ 20-30 წამი. თუ მან წყლის წვეთები დაიდო ე.ი. მაიონეზი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, ხოლო თუ არა ე.ი. ის კარგია.
2. სასურველი სისქის მისაღებად მაიონეზს უმატებენ დიდი რაოდენობით სახამებელს. ალბათ სკოლიდან გახსოვთ კიდეც, რომ სახამებლის საუკეთესო ინდიკატორი იოდია. თუ იოდთან კონტაქტში მაიონეზი გალურჯდა, გადააგდეთ ის.
3. როგორც ზემოთ გითხარით, მაიონეზის მთავარი ინგრედიენტი არის ზეითუნის ზეთი. ამიტომ გააცხელეთ ტაფა და დადეთ ზედ 1 კოვზი მაიონეზი. თუ ის გადნა და ზეთად გადაიქცა ე.ი. ის ნატურალურია. თუ თქვენ ფაფასავით მასა მიიღეთ, გადააგდეთ!
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!