ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

გაზაფხული შესანიშნავი წელიწადის დროა, ამ დროს იღვიძებს ბუნება და იწყება ყვავილების გაშლა. ჩვენ ვემშვიდობებით ზამთრის მძიმე საკვებს და გადავდივართ ბოსტნეულზე, ხილზე და მწვანილზე. მე პირადად ყოველ გაზაფხლზე ვამზადებ ვაშლის ყვავილის ჩაის.

ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ მათ ბაღში ნამდვილი საგანძური აქვთ. თუმცა ეხლა უკვე თქვენც შეგიძლიათ დაამზადოთ უგემრიელესი და  სასწაულმოქმედი ჩაი.

ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ყვავილის ჩაი

მთავარია, რომ ხეები არ იყოს ქიმიურად დამუშავებული. გარდა ამისა, ჩაის მოსაზმადებლად ჯობია ყვავილები დღის პირველ ნახევარში ააგროვოთ – დაახლოებით 10-11 საათზე. ასევე კარგი იქნება, თუ ფუტკრები ვერ მოასწრებენ სასარგებლო ნექტარის აგროვებას. ფოთლებს და ყვავილების გარეცხვა საჭირო არ არის.

ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

ღუმელში

ვაშლის ყვავილები და ფოთლები ხელით გასრისეთ, რათა წვენი გამუშვას და ჩადეთ ჯამში. ჯამს გადააფარეთ ზევიდან სველი ტილო და მოათავსეთ თბილ ღუმელში 3 საათით. როცა ტილო დაიწყებს გაშრობას, ისევ დაასველეთ ის. საბოლოოდ ყვავილებმა და ფოთლებმა უნდა მიიღოს მოყავისფრო ფერი და შეიძინოს უგემრიელესი არომატი.

ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

მზეზე

ისევ გასრისეთ ყვავილები და ფოთლები. მოათავსეთ ფენა-ფენა ჯამში. თითეული ფენა დაასვლეთ თაფლიანი წყლით (1 ს.კ. ტაფლი 200 მლ წყალზე). გადააფარეთ ნარევს სველი ტილო და დადგით თბილ ადგილზე ან მზეზე რამოდენიმე საათით.

ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

საშრობი

როცა ნარევი თითქმის მშრალი იქნება, დაამუშავეთ ის ალუბლის ან ქლიავის კვამლით. ასე ის შეიძენს ბევრად მდიდარ გემოს და პიკანტურ არომატს. როცა ყველაფერი მზად იქნება, გადაიტანეთ ნარევი და გააშრეთ მზის სხივებისგან მოშორებულ ადგილზე.

ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

ჩაის მოსამზადებლად საკმარისია მხოლოდ 1 ს.კ. ნარევს დაასხათ ადუღებული წყალი და გააჩეროთ 10-15 წუთით. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონი, თაფლი, კოჭა ან შაქარი.

ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი

ასეთი სასმელი შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა, რომელიც დადებითად მოქმედებს და კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებისთვის.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ვაშლის ყვავილის ჩაი: როგორ მოვამზადოთ სასარგებლო სასმელი
ჩაის სასარგებლო და გემრიელი დანამატები