მთვარის წყალი სილამაზისთვის: სად ავიღოთ და როგორ გამოვიყენოთ ის

მთვარის წყალი სილამაზისთვის: სად ავიღოთ და როგორ გამოვიყენოთ ის
ჩვენმა წინაპრებმა სავსემთვარეობას მაგიური მნიშვნელობა მიანიჭეს. ძველებური თქმულების თანახმად, თვის ყველაზე ნათელ ღამეს ხდება სასწაული მოვლენები. ვინც უფრო გამბედავია, ის ცდილობს მთვარის ენერგიის ათვისებას. თქვენც შეგიძლიათ ეს სცადოთ! ამ სტატიაში გაიგებთ სად შეგიძლიათ მთვარის წყლის აღება და შეძლებთ თუ არა ეზოთერიკაში გაუთვიცნობიერებელი ადამიანი მის მომზადებას.
იცოდით, რომ მთვარე ქალური ენერგიის მატარებელია? სწორედ ამიტომ მოქმედებს ის სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ასე ძლიერად. ის ააქტიურებს შინაგან და გარეგან სილამაზეს, განსაკუთრებით სავსემთვარეობის დროს. გთავაზობთ ამის გამოყენებას!

რითი არის სასარგებლო მთვარის წყალი და როგორ გამოვიყენოთ ის

მთვარის წყალი სილამაზისთვის: სად ავიღოთ და როგორ გამოვიყენოთ ის

ჩვენი წინაპრები მთვარის წყალს ცხოვრების არაერთ ეტაპზე იყენებდნენ. მაგალითად, ქალები სილამაზის შესანარჩუნებლად მასში ბანაობდნენ. ასეთ წყალს სვავდნენ ან ამზადებდნენ მისგან ჩაის, რათა უფრო მეტი სარგებელი მიეღოთ მისგან.

მთვარის წყლის გარეშე არ ტარდებოდა სახლის დასუფთავება. იმისთვის, რომ საცხოვრებლის ენერგეტიკა გაწმინდოთ, დაუმატეთ ის საწმენდ საშუალებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მთვარის ქვეშ დაყენებული წყალი ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვისაც. ასეთი წყლით მორწყვის შემდეგ ყვავილები ბევრად სწრაფად იზრდებიან.

როგორ დავტვირთოთ წყალი მთვარის ენერგიით

მთვარის წყალი სილამაზისთვის: სად ავიღოთ და როგორ გამოვიყენოთ ის

აავსეთ შუშის ჭურჭელი სუფთა წყლით. ის შეიძლება იყოს სასმელი, წვიმის ან ნაკადულის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აპირებთ შემდეგ მის გამოყენებას.

აირჩიეთ ისეთი ღია ადგილი, სადაც ჭურჭელი პირდაპირ მთვარის ქვეშ მოხვდება.

წყლის მთვარის ქვეშ დატოვებისას აუცილებლად უნდა წარმოთქვათ ხმამაღლა, თუ რისთვის აპირებთ მის გამოყენებას. კონკრეტული განზარხვის გაჟღერებისას თქვენ გააძლიერებთ რიტუალის მოქმედებას. იგივე მიზნისთვის კრისტალებსაც კი იყენებენ. ქვის არჩევა კი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხევდით უნდა მოახდინოთ.

მთვარის წყალი სილამაზისთვის: სად ავიღოთ და როგორ გამოვიყენოთ ის

სულ ეს არის მთელი რიტუალი. დილისთვის თქვენი მთვარის წყალი უკვე მზად იქნება. გირჩევთ მაშინვე დალიოთ ერთი ჭიქა წყალი და ჩამოიბანოთ სახე. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ნათელი გულითა და გონებით გააკეთოთ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
მთვარის წყალი სილამაზისთვის: სად ავიღოთ და როგორ გამოვიყენოთ ის
ბუნებრივი და ეფექტური საშუალებები თირკმელების გასაწმენდად.