კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა კიდეც ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე. ჩვენ ვცდილობთ მივირთვათ ბევრი პამიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, სტაფილო, ბროკოლი და ჭარხალი. თუმცა ხშირად ვივიწყებთ ერთ ბოსტნეულს – კომბოსტოს. სწორედ თეთრი კომბოსტო ითვლება ბოსტნეულის დედოფლად: ის კარგად ინახება და არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს მთელი ზამთრის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ მისგან უამრავი კერძის დამზადება იცით, მაგრამ რას იტყვით კომბოსტოს წვენზე?

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

ის შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს და ვიტამინებს. ეხლა უკვე გასაგებია რატომ თვლიან მას ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და ორგანიზმის გამაჯანსაღებელ საშუალებად. ამასთან ერთად ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ კომბოსტოს წვენს ითვისებს ადამიანის ორგანიზმი წამებში. ღირს მისი ჩართვა რაციონში?

კომბოსტოს წვენის მდიდარი შემადგენლობა

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ თეთრი კომბოსტოს წვენი, მიუხედავად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. შეაზავეთ ის ლიმონის ან ყურძნის წვენით, დაუმატეთ კენკრა და თაფლი, წითელი დაფქული წიწაკა. თქვენ მიირთმევთ არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელ სასმელს. ის შეიცავს რკინას, იოდს, ნატრიუმს, კალციუმს, აზოტს, მაგნიუმს, კალიუმს, გოგირდს, ფოსფორს, ქლორს, ფტორს, მანგანუმს, ჟანგბადს და წყალბადს.

აი რატომ არის ის აუცილებელი თითოეული ადამიანისთვის. კომბოსტოს წვენი ასევე ძალიან სასარგებლოა ცალკეული დაავადებების მკურნალობის პროცესში.

ხელს უშლის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

ეს დიაგნოზი საკმაოდ ცუდად ჟღერს თითოეული ქალბატონისთვის. კომბოსტო ამცირებს ამ დაავადების განვითარების რისკს. მეცნიერები კომბოსტოსთან ერთად ასევე სასარგებლოდ თვლიან პამიდორს, სტაფილოს, სოკოს და მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს.

კურნავს წყლულს

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

რატომ კომბოსტოს წვენი? ის შეიცავს გეფარნატს, გლუკოზინოლატებს, S-მეთილმეთიონინს და L-გლუტამინს. სწორედ ამ ელემენტებს აქვთ ლორწოვანი გარსის აღდგენის თვისება. ისინი იცავენ კუჭს და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

დაგეხმარებათ გახდომაში

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

სწრაფად გახდომის უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ კომბოსტოს წვენი დღემდე ფავორიტად რჩება ამ მხრივ. ის გამოირჩევა კალორიების ძალიან მცირე და სასარგებლო ნივთიერეების ძალიან დიდი შემადგენლობით. უბრალოდ დალიეთ ის სხვა მაღალკალორიული სასმელების მაგივრად და მიაღწიეთ სასურველ შედეგს.

ამცირებს ”ცუდ” ქოლესტერინს

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

ბროკოლის და თეთრი კომბოსტოს სასმელი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ეს დაამტკიცა ჩატარებულმა კვლევებმაც. სამედიცინო ექსპერიმენტში მონაწილეობდა ორი ჯგუფი, ერთი ნაწილი სვავდა ხილის და ბოსტნეულის წვენს, ხოლო მეორე ნაწილი ბროკოლის და კომბოსტოს წვენს. პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს არ ქჰონიათ რაიმე ცვლილება უკეთესობის მხრივ, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ჯგუფზე.

აუმჯობესებს კანს

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

უკვე აღარ არის საჭირო ტონობით კომსეტიკის გამოყენება კანის დეფექტების დასაფარად, რადგან კომბოტსო შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. მიირთვით კომბოსტოს წვენი ყოველდღე და უარი თქვით ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე.

როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს წვენი?

კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები

მისი დამზადება ძალიან მარტივია, უბრალოდ მიყევით ინსტრუქციას:

  1. აადუღეთ 430 მლ. წყალი და გააციეთ ის ოთახის ტემპერატურამდე.
  2. დაანაკუწეთ 670 გრ. კომბოსტო და წყალთან ერთად გადაიტანეთ ბლენდერში.
  3. დაბალ სიჩქარეზე აურიეთ ინგრედიენტები. როცა წყალი მიიღებს მომწვანო ფერს, შემდეგ დაატრიალეთ მაღალ სიჩქარეზე 10 წამის განმავლობაში.
  4. გადაიტანეთ მთელი მასა ქილაში, გადააფარეთ პარკი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე (არა ნაკლებ 20 °С და არა უმეტეს 25,6 °С) 24 საათით.
  5. სითხე გადაწურეთ შეინახეთ მაცივარში და მიირთვით ცივი სახით.

რას იტყვით წითელ კომბოსტოზე? მისი წვენიც ძალიან სასარგებლოა, რადგა ის შეიცავს განსაკუთრებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც წარმოუდგენლად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებები
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა