როგორ მოვიშოროთ შებერილი მუცელი
განათავსეთ 4 თითი ჭიპის ზედა მხარეს ჰორიზონტალურად. წერტილი, რომელიც უნდა დაიმასაჟოთ. იმყოფება სწორედ ზედა თითის ზევით. დაიმასაჟეთ წრიულად საათის ისრის მიმართულებით 2-3 წუთის განმავლობაში. თქვენ შეამჩნევთ მომატებულ ნერწყვის გამოყოფას და ამის შემდეგ შებერილობაც გაივლის.
კუჭის ტკივილის დროს გაიკეთეთ შემდეგი მასაჟი: წერტილი, რომელიც უნდა დაიმასაჟოთ, იმყოფება ჭიპის ზევით 2 თითის დაშორებით. დაიმასაჟეთ ის 2-3 წუთის განმავლობაში საათის ისრის მიმართულებით და პირიქით.
ეს მასაჟი კი მოაწესრიგებს ნაწლავების მუშაობას: საჭირო წერტილი იმყოფება ჭიპის ქვედა მხარეს. დაიდეთ 4 თითი ჰორიზონტალურად და დაიმასაჟეთ ნეკა თითთან მდებარე ადგილი 2-3 წუთის განმავლობაში, როგორც საათის ისრის მიმართულებით, ასევე მის საწინააღმდეგოდ.
მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ დალიოთ თბილი ლიმონიანი წყალი ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ განთავისუფლდებით გულძმარვისგან.
არ დალიოთ ყავა და რძე საუზმეზე. უპირატესობა მიანიჭეთ იოგურტს ან კეფირს. ამ სასმელებში არის პრებიოტიკები, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საკვების მონელებაში.
არ მიაყოლოთ საკვებს წყალი, რადგან ეს ხელს უშლის საკვების ნორმალურად მონელების პროცესს.
არ მიიღოთ ალკოჰოლი მშიერ კუჭზე. ალკოჰოლის შემცველი სასმელი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას. თუ მას მიიღებთ მშიერ კუჭზე, კუჭის წვენი იწყებს მისი კედლების დაზიანებას.
მიირთვით კოჭას ჩაი. ის დაამშვიდებს კუჭს, შეამცირებს აირების დაგროვებას და ნაწლავების აქტიურობას.
ნუ მიიღებთ ზედმეტად ცხიმიან საკვებს. ამის გამო კუჭი იძულებულია გამოიმუშავოს ზედმეტი აირები.
არ მიირთვათ საკვები სიარულისას ან ნუ ისაუბებთ ბევრს, რადგან ამ დროს ყლაპავთ ზედმეტ ჰაერს, რომელიც იწვევს შებერილობას.
ნუ მიიღებთ ზედმეტი რაოდენობით უჯრედისის შემცველ საკვებს. ის აძნელებს ნაწლავების მუშაობას, რადგან რთული მოსანელებელია.
ეცადეთ არ მოექცეთ სტრესის ქვეშ, რადგან მას შეუძლია ნაწლავების მოტორიკის დარღვევა. ისწავლეთ მოდუნება. შეგიძლიათ მიმართოთ მედიტაციას, რომელიც დაამშვიდებს თქვენს გონებას და კუჭს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!