მარილის სასარგებლო და საზიანო თვისებები
მარილი ზომიერი რაოდენობით ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გამოიყენებოდა წამლის სახით. მასზე წერდნენ, რომ ამ დანამატს შეეძლო გამკლავებოდა ნებისმიერ დაავადებას. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი არ ყოფილა უსაფუძვლო! მარილის და წყლის ბალანსირებული მოხმარება ხელს უშლის უამრავი დაავადების წარმოქმნას და ხელს უწყობს უკვე არსებულ დაავადებებთან გამკლავებას.
მარილის დღიუღი მოხმარების ნორმა არის 1/2 ჩ.კ. ამასთან ერთად უნდა გახსოვდეთ, რომ ეს რაოდენობა გათვლილია იმ შემთხვევაზე, თუ ადამიანი დღის განმავლობაში მიიღებს არანაკლებ 2 ლიტრ სუფთა წყალს.
ამ პროპორციის მკაცრი დაცვა აღმოფხვრის გაუწყლოების საშიშროებას და დააბალანსებს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან ბალანსს.
გარდა ამისა, მარილის და წყლის ბალანსირებული მოხმარება ხელს უწყობს უჯრედების ჟანგბადით გაჯერებას, მათ შორის მძიმე დაავადების შედეგად დაზიანებულსაც.
მარილი დაგეხმარებათ ასთმური შეტევის მოხსნაში. ჯერ უნდა დალიოთ 2 ჭიქა წყალი და ამის შემდეგ დაიდოთ ენის ქვეშ რამოდენიმე მარილის მარცვალი. როცა ის დადნება, შეტევაც გაქრება.
საკვების მიღების შემდეგ სიმძიმის შეგრძნება და კუჭის აშლილობა შესაძლოა მარილის უკმარისობის მაჩვენებელი იყოს, რადგან ის აქტიურად მონაწილეობს საკვების მონელების პროცესში.
ითვლება, რომ მარილის ზომიერი მოხმარება ხელს უშლის ვარიკოზის განვითარებას და სისხლძარღვების ბადის წარმოქმნას.
ანგინის დროს ოტოლარინგოლოგები რეკომენდაციას უწვევენ მარილიანი ხსნარის ყელში გამოვლებას, ხოლო ჰაიმორიტის დროს ცხვირის გამორეცხვას.
მარილი ასევე იყენებენ თმის ცვენის დროს. მსხვილი მარილი კვირაში ერთხელ მაინც უნდა შეიზილოთ თავში და ჩამოიბანოთ თბილი წყლით შამპუნის გარეშე. ასეთი ნატურალური სკრაბი ასტიმულირებს თმის ბოლქვებს და აჩქარებს ზრდის პროცესს.
როგორც ხედავთ მარილი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია და არ ღირს მასზე სრულად უარის თქმა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!