პროდუქტები, რომელიც არ უნდა გარეცხოთ

პროდუქტები, რომელიც არ უნდა გარეცხოთ

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი უმეტესობა თავს იგდებს საფრთხეში, რადგან ვიტამინებით სავსე საკვებს აქცევს ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოდ. მომზადების წინ ჩვენ ყველაფერს კარგად ვრეცხავთ და წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ ამან შეიძლება ავნოს ჩვენს ორგანიზმს.

3 პროდუქტი, რომელიც არ უნდა გარეცხოთ მომზადების წინ

კვერცხი

პროდუქტები, რომელიც არ უნდა გარეცხოთ

დამუშავების შემდეგ კვერცხზე ჩნდება დამცავი ფება, რომელიც საერთოდ არ ვნებს ჯანმრთელობას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ კვერცხზე არსებული ბაქტერიები სხვაგან არ გადავიდეს. არ გარეცხოთ კვერცხი მომზადების წინ, რადგან ასე ჩამორეცხავთ სწორედ იმ დამცავ ფენას.

ქათამი

პროდუქტები, რომელიც არ უნდა გარეცხოთ

ქათმის გარეცხვა განსაკუთრებით სახიფათოა მომზადების წინ. როცა ქათამი ხვდება წყალში, ის აბინძურებს მას ბაქტერიებით. წყალთან ერთად ეს ბაქტერიები ბევრად კარგად ვრცელდება მთელს სამზაეულოში და საკვებ პროდუქტებზე. განსაკუთრებით საშიშია, რადგან შესაძლებელია დაავადდეთ სალმონელით. იმისთვის, რომ ქათამმა ზიანი არ მოგაყენოთ, ის უნდა მოამზადოთ არანაკლებ 75 გრადუსზე.

თევზი

პროდუქტები, რომელიც არ უნდა გარეცხოთ

ისევე როგორც ქათმის შემთხვევაში, თევზის გარეცხვა არ ანადგურებს მასში მყოფ ბაქტერიებს, არამედ ხელს უწყობს მათ გავრცელებას.

პროდუქტები, რომელიც აუცილებლად უნდა გარეცხოთ გამოყენებამდე

კონსერვის ქილები

პროდუქტები, რომელიც არ უნდა გარეცხოთ

არასდროს არ გახსნათ კონსერვის ქილა, თუ ის არ არის გარეცხილი. მაღაზიაში ქილაზე გროვდება უამრავი ბაქტერია, რომელიც გახსნის მომენტში ხვდება პირდაპირ პროდუტში და შემდეგ ჩვენს ორგანიზმში.

ხილი და ბოსტნეული, რომელიც კანიანად არ იჭმევა

პროდუქტები, რომელიც არ უნდა გარეცხოთ

მიუხედავად იმისა, რომ ხილის კანს ვყრით, აუცილებელია მისი კარგად გარეცხვა. როცა მათ ხელით ან დანით არჩევთ, ზედაპირზე მყოფი ბაქტერიები ხვდება საკვებ ნაწილზეც.

ხილი და ბოსტნეული რომელიც კანიანად იჭმევა

პროდუქტები, რომელიც არ უნდა გარეცხოთ

აუცილებლად კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. ეს უნდა გააკეთოთ ცივი წყლით და ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გარეშე. ბაქტერიების კიდევ უფრო შესამცირებლად, გარეცხვის შემდეგ შეაშრეთ ისინი ქაღალდის ხელსაწმენდით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია