მოამზადეთ ყავის სკრაბი სახლის პირობებში

მოამზადეთ ყავის სკრაბი სახლის პირობებში

როგორი სასიამოვნოა დღის დაწყება ერთი ჭიქა გემრიელი ყავით. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ის უფრო შეგიყვარდებათ. იცოდით, რომ ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს რომელიც ძალიან სასარგებლოა კანისთვის?

დაფქვილი ყავისგან დამზადებული სკრაბები და ნიღბები ასუფთავებს სახის კანს მკვდარი უჯრედებისგან, ანახლებს მას და ანიჭებს მსუბუქი რუჯის ეფექტს. ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყავა ძალიან კარგად ებრძვის ცელულიტს.

სკრაბის და ნიღბის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოდუღების შემდეგ დარჩენილი ყავის ნალექი ან ძალიან წვრილად დაფქვილი ყავა.

მოამზადეთ ყავის სკრაბი სახლის პირობებში

ყავის სკრაბის ტოპ-ხუთეული

1. ყავის ყველაზე მარტივი სკრაბი

გაურიეთ 1 ჩ.კ. ყავის ნალექი თხევად საპონს ან შხაპის გელს, კარგად დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები და შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. ყავის სკრაბი მშრალი კანისთვის

გადაურიეთ ერთმანეთს 50 მლ. ნუშის ზეთი, 2 ჩ.კ. ყავა და 2 ს.კ. თაფლი.

3. ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალება

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ზეითუნის ზეთი, დაფქვილი ყავა და ზღვის მარილი. ამ ნაზავს დაუმატეთ 3-4 წვეთი კოჭას ზეთი. დაიმასაჟეთ პრობლემური ზონები 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლიტ (საპნის გარეშე).

4. სკრაბ-ნიღაბი მოშვებული და გაუფერულებული კანისთვის

აურიეთ ერთმანეთს 1 ს.კ. ნებისმიერი კოსმეტიკური თიხა იმავე რაოდენობის ყავას, დაუმატეთ მინერალური წყალი რათა მიიღოთ არაჟნის მსგავსი მასა. წაისვით ნიღაბი სხეულის პრობლემურ ზონებზე, გადაიხვიეთ საკვები პარკით და დაიტოვეთ 60 წუთი. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.

5. სახის სკრაბი

ეს არის უნივერსალური მკვებავი საშუალება ნებისმიერი ტიპის კანისთვის. გადაურიეთ ერთმანეთს 1 ს.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. ყავა და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. გამოიყენეთ ის კვირაში 1-2 ჯერ.

მოამზადეთ ყავის სკრაბი სახლის პირობებში

ყავის სკრაბის და ნიღბის გამოყენება შეგიძლიათ იქამდე, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს. ამ საშუალების გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს ალერგია შემადგენელ კომპონენტებზე ან დაზიანებული აქვს კანის საფარი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია