თუ თქვენ საერთოდ არ მოიხმართ ალკოჰოლურ სასმელს, გირჩევთ მაინც გქონდეთ სახლში არყის გარკვეული რაოდენობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება საკმაოდ სასარეგბლოდ შეგიძლიათ: ტკივილის გაყუჩება, დიდი ხნის ჩამჯდარი ლაქების ამოყვანა და ა.შ.
დღეს ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ იმ სიტუაციათა ჩამონათვალი, სადაც არაყი გახდება შეუცვლელი დამხმარე. შეიძლება მათ გარკვეულ ნაწილზე თქვენც გსმენიათ.
არყის სასარგებლო თვისებები ყოველდღიურ ცხოვრებაში
1. არაყი მარტივად შლის სამედიცინო წებოვანი ლენტის წებოს. უბრალოდ ოდნავ დაასველეთ ის, სანამ მოიხსნით ჭრილობიდან.
3. იდეალურად სუფთა სათვალის ლინზები გინდათ? მაშინ გაწმინდეთ ისინი არაყში დასველებული ტილოთი. ეს ხრიკი გაასუფთავებს მინებს და გაანადგურებს ბაქტერიებს.
4. არაყი კარგად ართმევს თავს ნარწყევის ლაქებს. უბრალოდ მოასხურეთ ის ზედაპირზე და შემდეგ მშრალად გაწმინდეთ ჯაგრისით.
5. დაამატეთ შამპუნს ცოტაოდენი არაყი. ის უკეთესად გაასუფთავებს თავის კანს და ასტიმულირებს თმის ზრდის პორცესს.
6. არყისგან პირის ღრუს სავლების დამზადება შეიძლება. 1 ჭიქა არაყში გახსენით 9 ს.კ. დაფქული მიხაკი. გამოყენებამდე უმჯობესია ნარევის თბილ წყალში გახსნა.
7. ტუჩებზე ჰერპესი მალე გაივლის თუ მას არყით მოწვავთ. ამისთვის გამოიყენეთ ყურის ჩხირი.
8. არყით შესაძლებელია ჭრილობების დეზინფექცია და ფეხებიდან უსიამოვნო სუნის მოცილება.
9. არაყი ყურის ტკივილის მოხსნაშიც დაგეხმარებათ. თუ აფთიაქში არ აღმოგაჩნდათ საჭირო წამალი და ვერც ყიდულობთ, მაშინ ჩაიწვეთეთ ყურში 1-2 წვეთი არაყი.
10. არაყში დასველებული ბამბის დისკი კანიდან გაგიქრობთ დასუსხვის შეგრძნებას. თუ ეს გამოწვეულია რაიმე გარემო ფაქტორის მიერ.
11. ბუნებაში დასასვენებლად გადიხართ? წაღეთ არაყი შესასხურებელი ბოთლით. ის დააფრთხობს მწერებს.
იმედი გვაქვს, რომ ეს ხრიკები დაგეხმარებათ გარკვეული დიკსომფორტისგან გასანთავისუფლებლად. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.