ბანანის ცივი ტორტი. რეცეპტი იხილეთ აქ…

ბანანის ცივი ტორტი. რეცეპტი იხილეთ აქ...

თუ ადრე დიასახლისები ტორტებს და ნამცხვრებს მხოლოდ დღესასწაულებზე აცხობდნენ, ეხლა სიტუაცია საგრძნობლად შეიცალა სხვადასხვა რეცეპტების დამსახურებით. ჩემი ბოლო აღმოჩენა გახდა ბანანის ტორტი.
ზოგადად მიყვარს ბანანის გამოყენება დესერტების მომზადებისას. ეს ხილი ზომიერად ტკბილია და არ აქვს ძალიან მძაფრი გემო.

როგორ გავაკეთოთ ბანანის ცივი ტორტი

განსაკუთრებით დიდი მადლობა ეკუთვნით მათ, ვინც მოიფიქრდა ტორტების დამზადება გამოცხობის გარეშე. ეს ძალიან მახარებს განსაკუთრებით ცხელ სეზონზე. ბანანის ტორტის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ინგრედიემტები. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი დესერტის გემო.

დაგჭირდებათ:

  • ორცხობილა 110 გრ.
  • ნაღების კარაქი 60 გრ.
  • ბანანი 4 ცალი
  • ნაღები 200 მლ.
  • ჯელატინი 20 გრ.
  • წყალი 300 მლ.
  • ლიმონის წვენი 4 ს.კ.
  • ნაღების ყველი 400 გრ.
  • ვანილის შაქარი 10 გრ.
  • შაქრის პუდრა 100 გრ.
  • შაქარი 60 გრ.

მომზადების წესი

  • დააქუცმაცეთ ორცხობილა ბლენდერის დახმარებით და გადაურიეთ გამდნარ კარაქს. გადაანაწილეთ ის პერგამენტის ქაღალდ ჩაფენილ საცხობ ფორმაში და გადაიტანეთ 30 წუთით მაცივარში.
  • მოათავსეთ ბლენდერში დაჭრილი ბანანი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი და 33%-იანი ნაღები.

ბანანის ცივი ტორტი. რეცეპტი იხილეთ აქ...

  • ათქვიფეთ ხაჭო შაქრის პუდრასთან და ვანილის შაქართან ერთად. ჩაუმატეთ ბანანის მასა და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • ამის შემდეგ ჩაასხით 50 მლ. წყალში გახსნილი 10 გრ. ჟელატინი და კიდევ მოურიეთ კრემის მასას. მიღებული მასა დაასხით ორცხობილის ფენას და კიდევ გაუშვით მაცივარში, ამჯერად 2 საათით.

ბანანის ცივი ტორტი. რეცეპტი იხილეთ აქ...

  • დანარჩენი ჟელატინი ჩაასხით 50 მლ. წყალში. დარჩენილი წყალი დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ 2 ს.კ. ლიმონის წვენი და ჯელატინის მასა.
  • დაჭერით 2 ცალი ბანანი ნაჭრებად და დაალაგეთ გაყინული კრემის ზევიდან. ზევიდან დაასხით მომზადებული ჯელატინის მასა და გაუშვით მაცივარში კიდევ 1 საათით.
Thank you for watching!
ეს ბანანის ჩიზქეიქი გაგახარებთ როგორც ყოველდღიურად, ისე სადღესასწაულო სუფრაზე. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ამ დესერტის ერთი ნაჭერის გასინჯვისას თქვენ უბრალოდ ვეღარ დაივიწყებთ მას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ბანანის ცივი ტორტი. რეცეპტი იხილეთ აქ…
გინდათ დაიკლოთ 1 კვირაში 5 კილო? მაშინ მიიღეთ დღეში ერთხელ 1 ჩ.კ….