გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა

გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა

ვფიქრობ ყველა ოჯახში ნახავთ ზეთის ბოთლს. მას საპატიო ადგილი უჭირავს სამზარეულოში და ყველაზე მეტად გამოყენებადი ინგრედიენტია. ზოგი მას გაზქურასთან ახლოსვე ტოვებს, ზოგი კი ინახავს ახლომდებარე კარადაში. თუმცა რამდენად მართებულია მისი ამ ფორმით შენახვა?
გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა
როგორც აღმოჩნდა ეს პროდუქტი საკმაოდ მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ. ტემპერატურის ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება და მზის სხივების მოქმედება შესაძლოა ზეთის გაფუჭების მიზეზი გახდეს. ეს აისახება არა მხოლოდ მის გემოზე, არამედ ის საშიშიც ხდება ორგანიზმისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად მოდით გავიგოთ როგორ პირობებში ჯობია ზეთის შენახვა.

სად და როგორ შევინახო ზეთი

შენახვის ტემპერატურა

  • ტემპერატურის რეჟიმი დამოკიდებულია ზეთის სახეობაზე. მაგალითად, რაფინირებული ზეთის შენახვა შესაძლებელია +5-დან +20 გრადუსამდე. არარაფინირებული ზეთი უფრო პრეტენზიულია. მისი შენახვა ჯობია სითბოსგან და სინათლისგან შორს +10-დან +15 გრადუსამდე. რაფინირებულისგან განსხვავებით, გახსნის შემდეგ მისი გადატანა რეკომენდირებულია შუშის ჭურჭელში.
  • რაც შეეხება მაცივარს, აქაც არის გარკვეული წესების დაცვა საჭირო:

1. არ უნდა შეინახოთ ზეთის ბოთლი მაცივრის კარებზე, რადგან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება გამოიწვევს პროდუქტის გაფუჭებას და სასარგებლო თვისებების დაკარგვას.

2. მოერიდეთ შუა თაროებს. როგორც წესი ეს არის ყველაზე ცივი ადგილი მაცივარში და რაღა თქმა უნდა საყინულე.

გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა
3. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქვედა ან ზედა თაროზე შენახვა. ზეთის შენახვა ასევე შეგიძლიათ ხილის სექციაში. არ დაგავიწყდეთ თავსახურის მყარად დაფარება.

კარადაში ზეთის შენახვის პირობები

  • თუ თქვენ ზეთს ღუმელთან ახლოს მყოფ კარადასი შეინახავთ, მაშინ მზად იყავით რომ პროდუქტი მალე გაფუჭდება. საქმე იმაშია, რომ ღუმელი გამოყოფს სითბოს, რომელსაც შეუძლია კარადაში ტემპერატურის მომატება. უკეთესი იქნება თუ ზეთს სითბოსგან მოშორებით გადაიტანთ რომელიმე კარადაში ან სათავსოში..

გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა

  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზეთი აუცილებლად უნდა მოვარიდოთ მზის სხივებს. თუ ზეთის შენახვა გიწევთ ღია ტაროზე, მაშინ გადაიტანეთ ის მუქი ფერის ჭურჭელში. არ შეინახოთ ის მეტალის ჭურჭელში.
  • ვადის გახანგრძლივება შეგიძლიათ რამოდენიმე ხრიკით:

1. ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი. 0,5 ლ. ზეთზე გამოიყენეთ 0,5 ს.კ. მარილი. არ მოურიოთ, უბრალოდ დაილექოს შიგნით.

2. ჩააგდეთ ბოთლში 5 ცალი გამომშრალი ლობიოს მარცვალი.

გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა

3. მოათავსეთ ჭურჭელში 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი. ეს ზეთს სასიამოვნო არომატსაც მიანიჭებს.

ეს წესები არ გამოგადგებათ თუ ზეთს უკვე გასული აქვს შენახვის ვადა. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით შეფუთვას. გახსოვდეთ ისიც, რომ გაფუჭებულ ზეთს არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია. 

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, რატომ არ შეიძლება ზეთის სამზარეულოს კარადაში შენახვა
Alergia alimentar mediada por anticorpos IgE - Science Play
თუ გსურთ ალერგიას თავი დააღწიოთ გაითვალისწინეთ ეს რჩევები!