როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე გაწმენდის შემდეგ

როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე გაწმენდის შემდეგ

მოვიდა გაზაფხული, სისუფთავის და სიახლის დრო. ძირითადად ამ დროს ვიწყებთ ხოლმე სახლის ძირფესვიან ლაგებას. ხშირად ვაწყდებით ერთ პრობლემას: გავწმინდეთ ფანჯარა და წამოვიდა წვიმა. არადა ფანჯრების წმენდა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ალბათ უმეტესობას უფიქრია: შესაძლებელია ფანჯრების სისუფთავის შენარჩუნება გარკვეული პერიოდით მაინც?

როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე გაწმენდის შემდეგ

როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე: 3 მარტივი ნაბიჯი

არსებობს საიდუმლოები, რომელთა ცოდნაც თქვენ მარტივად აგარიდებთ თავიდან ამ პრობლემას. რაც მთავარია, დაზოგავთ დროს და ნერვებს. ჩვენ გასწავლით როგორ უნდა გაწმინდოთ ფანჯრები, რომ აღარ მოგიწიოთ ხშირად ამ საქმისკენ მიბრუნება.

1. მოამზადეთ არც ისე დიდი ჭურჭელი (დაახლოებით 6 ლიტრი რომ ჩავიდეს). აიღეთ 1,5 ს.კ. ნებისმიერი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, 1 ს.კ. ძმარი და დაუმატეთ წყალს (კარგად მოურიეთ). თუ ფანჯრები ძალიან დაბინძურებულია, შესაძლებელია მეტი ძმრის დამატება. თითოეული ფანჯარა ჯერ გაწმინდეთ რბილი ქსოვილით და ამ ხსნარით, შემდეგ მსუბუქად გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით.

როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე გაწმენდის შემდეგ
2. გაწმინდეთ ფანჯარა ჩვეულებრივი მეთოდით და შემდეგ მოამზადეთ ხსნარი. ის წარმოქმნის მინაზე თხელ დამცავ ფენას, რომელსაც არ ეშინია არც წვიმის და არც თოვლის. ამისთვის აიღეთ 3 ჩ.კ. წყალი, 7 ჩ.კ. გლიცერინი და რამოდენიმე წვეთი ამიაკი. ამ ხსნარში დაასველეთ ქაღალდის ხელსაწმენდი და წაუსვით მინის ზედაპირს, შემდეგ მშრალი ხელსაწენდით კარგად გააპრიალეთ.

3. ზოგიერთ დიასახლისს არ უყვარს ამიაკის სუნი, ამიტომ გთავაზობთ მეორე ვარიანტს: 100 მლ. წყალი, 1 ს.კ. გლიცერინი და 1 პაკეტი ქსოვილის დამარბილებელი. გაწმინდეთ ფანჯარა, შემდეგ მშრალი ხელსაწმენდით გააპრიალეთ და დაივიწყეთ ეს პრობლემა 6 თვით.

როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე გაწმენდის შემდეგ
თუ თქვენთვის კარგად ნაცნობია ეს პრობლემა, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ ჩვენი სასწაულმოქმედი საშუალებები.

როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე გაწმენდის შემდეგ
ეს სტატია დაგეხმარებათ მოაგვაროთ დიასახლისებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემის მოგვარებაში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე გაწმენდის შემდეგ
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი! სამკურნალო საშუალება, რომელიც..