რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში
დიასახლისებისთვის მიკროტალღური ღუმელი შეუცვლელი დამხმარეა. ყველაზე ხშირად მას საკვების სწრაფად გასაცხელებლად იყენებენ. თუმცა საჭიროა გარკვეული წესების ცოდნა, რათა მასში მომზადებულმა საკვებმა მხოლოდ სარგებელი მოგიტანოთ.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

პირველ რიგში გასათვალისიწნებელია ის, რომ საკვები უნდა გააცხელოთ სპეციალურ ჭურჭელში: საუკეთესო ვარიანტია კერამიკა, ფაიფური და ცეცხლგამძლე მინა. მეორე ის, რომ ყველა პროდუქტის მიკროტალღურ ღუმელში მოთავსება უბრალოდ არ შეძლება, რადგან ზოგიერთი მათგანი კარგავს სასარგებლო თვისებებს ან პირიქით, სახიფათო ხდება ჯანმრთელობისთვის. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალს.

არცკი იფიქროთ მათი მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება

1. ბროკოლი

თუ თქვენ ბროკოლის მიკროტალღურ ღუმელში გალღვობა გადაწყვიტეთ, მაშინ იცოდეთ რომ ეს არცისე კარგი იდეაა. მიკროტალღურ ღუმელში იკარგება სასარგებლო მიკროელემენტების და ვიტამინების 97%. მოამზადეთ ბროკოლი ორთქლზე, ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

2. ნიორი

ითვლება, რომ ნიორს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას კი ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

3. გაყინული ხორცი

მიკროტალღურ ღუმელში ხორცის გალღვობისას იკარგება ვიტამინები და ამასთან ერთად ძლიერდება მავნე ბაქტერიების რაოდენობა. ხორცი გაალღვეთ გამდინარე წყლის ქვეშ ან დადეთ მაცივრის ქვედა თაროზე.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

4. ცილოვანი პროდუქტები

მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას ცილოვან პროდუქტებში იშლება ცილოვანი მოლეკულები, რასაც ვერ ვიტყვით ღუმელში მომზადებაზე.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

5. გაყინული ხილი და კენკრა

არავითარ შემთხვევაში არ გაალღვოთ ხილი და კენკრა მიკროტალღურ ღუმელში, რადგან ორგანიზმისთვის სასარგებლო გლუკოზიდები და გალაქტოზიდები გარდაიქმნება კანცეროგენებად.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

6. დედის რძე

ეს ინფორმაცია დედიკოებისთვისაა: ძუძუს რძის გათბობა მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება. ექიმმა-პედიატრებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ეს პროცედურა ნაწლავი ჩხირის ზრდის პროცესს აძლიერებს.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

7. მწვანილის გამოშრობა

გნებავთ მწვანილის მიკროტალღურ ღუმელში გამოშრობა? ჩვენ სასტიკად არ გირჩევთ ამის გაკეთებას. მწვანილში საკმაოდ ცოტა სითხეა და შესაძლოა მოხდეს აალება.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

8. სოკო

სოკოში არის დიდი რაოდენობით ცილა. მაცივარში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებისას აბსოლუტურად იცვლება პროდუქტის შემადგენლობა. სწორედ აქედან იწყება ნაწლავების პრობლემებიც.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

9. კარტოფილი

გაგიკვირდათ ხომ? დიახ, დიახ, კარტოფილის კერძი აბსოლუტურად სხვანაირად ათვისებადი ხდება მიკროტალღურ ღუმელში გაცხელების შემდეგ. სახამებელი იწყებს დაშლას და იწვევს ცხიმების დაგროვებას.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

10. რძის პროდუქტები

როგორც იცით მათში დიდი რაოდენობითაა ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიები. ზოგადად ისინი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელების პროცესისთვის. თუმცა მათი ამ ხერხით გაცხელებისას ეს ბაქტერიები იღუპება.

რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში

რაც შეეხება საკვებ ცელოფანს ან პლასტმასის ჭურჭელს, გეტყვით რომ მათში გაცხელებული საკვები ძალიან სახიფათოა. გაცხელებისას ისინი გამოყოფენ სახიფათო ნივთიერებებს რასაც შეუძლია ყველაზე სასარგებლო საკვებიც კი საწამლავად აქციოს.

აუცილებლად გაითავლსიწინეთ ეს რჩევები, რათა გაუფრთხილდეთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია