ხალხურ მედიცინაში მუდამ მოიძებნება სააფთიაქო საშუალების ანალოგი. უბრალოდ პროდუქტები შეიცავენ ორგანიზმისთვის აუცილებელ მაკრო და მიკრო ელემენტებს, ვიტამინებს, მინერალებს და სხვა ნივთიერებებს. თუ თქვენ ხალხური საშუალებით მხოლოდ გრიპს ან გაციებას მკურნალობდით, მაშინ დროა ყურადღება მიაქციოთ სხვა საშუალებებსაც.
ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელებული გახდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ მის მკურნალობაზე, არამედ პროფილაქტიკურ საშუალებებზეც. ამ დროს ჩვენს მხსნელად გვევლინება თავად დედა-ბუნება. საჭიროა მხოლოდ 3 ინგრედიენტის გადარევა და მითითებული სქემის მიხედვით მისი გამოყენება. მერწმუნეთ შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს!
ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა
დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა გაუსუფთავებელი წიწიბურა
- 1 ჭიქა ბერძნული კაკალი
- 1 ჭიქა თაფლი
მომზადების წესი:
- წიწიბურა უნდა დაფქვათ, რათა მიიღოთ ფქვილისებური მასა.
- კაკალი გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანაქანაში.
- კარგად გადაურიეთ სამივე ინგრედიენტი და მოათავსეთ შუშის ქილაში.
- კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების წესი:
ეს საშუალება უნდა მიიღოთ 6 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ 1 ს.კ. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. კვირაში ერთხელ მოაწყვეთ განტვირთვის დღე და მიიღეთ მხოლოდ ეს საშუალება და წყალი დღის განმავლობაში.
ამ ხალხურ საშუალებას უკუჩვენება ფაქტიურად არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ალერგიულ რეაქციას რომელიმე კომპონენტზე და შაქრიან დიაბეტს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!