უთო არ მაქვს სახლში და ზოგჯერ მაინც ხდება სარეცხის გარკვეული ნაწილის დაუთოვება საჭირო. ეს მეთოდი მოგზაურობის დროსაც გამოგადგებათ, როცა ფიზიკურად ვერ მოიტანთ უთოს ვერსაიდან.
როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით
ტანსაცმლის გასაუთოვებლად თქვენ გამოგადგებათ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი. დიახ, დიახ, სწორედ ეს უბრალოდ ნივთი მოიყვანს წესრიგში თქვენს ტანსაცმელს.
გაავსეთ ბოთლი უბრალო წყლით და დაუმაგრეთ შესასხურებელი თავი. თქვენი ინოვაციური გასაუთოვებელი საშუალებაც მზადაა და მთავარია ეხლა გამოიყენოთ ის.
ჩამოკიდეთ ტანსაცმელი ან განათავსეთ სწორ ზედაპირზე. რამოდენიმეჯერ შეასხურეთ წყალი. წყლის წვეთები ნელ-ნელა აორთქლდება და ამ პროცესის დროს თქვენი ტანსაცმელის ნაკეცები ნელ-ნელა დაიწყებს გაქრობას.
რაღა თქმა უნდა ყოველთვის ვერც შესასხურებელ თავს მოვიპოვებთ. ამ შემთხვევაში დაისველეთ ხელი და გადაუსვით ტანსაცმლის ნაკეცებს, ხოლო შემდეგ გააშრეთ.
ტანსაცმლის გასაშროად შეგიძლიათ გამოიყენოთ ადუღებული წყლით სავსე მეტალის ჭურჭელი. მთავარია დარწმუნდეთ, რომ ჭურჭელი სუფთაა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.