ჩაის სასარგებლო და გემრიელი დანამატები

ჩაის სასარგებლო და გემრიელი დანამატები

ჩაი ბევრისთვის უსაყვარლესი სასმელია, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. თუმცა მასში რამოდენიმე ბალახის, ნაყოფის და ყვავილის ჩამატებით ის ხდება ბევრად სასარგებლო და არომატულიც. ამ დანამატების წყალობით ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუში ხდება!

ჩაის სასარგებლო დანამატები

ჩაის სასარგებლო და გემრიელი დანამატები

ჟასმინი

ჟასმინი ძალიან უხდება მწვანე ჩაის. ის აძლიერებს იმუნიტეტს და ნერვულ სისტემას, შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა  რამოდენიმე დაავადებისთვის: რევმატიზმი, გასტრისი, სკურვი. ის აძლიერებს მადას. იცოდით, რომ ჟასმნის ახალგაზრდობის ელექსირად თვლიან? ამიტომ, თუ გინდათ კარგად გამოიყურებოდეთ, დაუმატეთ ეს კომპონენტი თქვენს ჩაის.

ქრიზანთემა

ქრიზანთემას შეუძლია ბევრად დახვეწილი გემო მიანიჭოს ჩაის. მას კარგი გამაგრილებელი ეფექტი აქვს, ამიტომ დაუმატეთ ის მწვანე ჩაის, გააგრილეთ და დატკბით ცხელ ზაფხულში. ეს ყვავილი ხელს უწყობს ორგანიზმის შლაკებისგან გაწმენდას, მხედველობის გაუმჯობესებას და ჰორმონალური ფონის მოწესრიგებას. საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ქრიზანთემასთან ერთად ჩაის დაუმატეთ რძე.

თიამი

ჩაის სასარგებლო და გემრიელი დანამატები

თიამს ჩაის ის ადამიანები უმატებენ, რომელთაც სურთ თავის მორალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა: სურთ ნერვული სისტემის დამშვიდება და დეპრესიისგან განთავისუფლება. ყველაფერთან ერთად ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკია.

პიტნა

მძიმე დღის შემდეგ პიტნის ჩაის დალევა ნამდვილად სასიამოვნოა, რადგან ის გვანიჭებს სიმშვიდეს. ის აძლიერებს მადას, დაგეხმარებათ გასტრიტის დროს და კუჭის მაღალი მჟავიანობის დარეგულირებაში.

ბერგამოტი

თუ გაცივდით, მაშინ უმჯობესია დალიოთ ჩაი ბერგამოტთან ერთად. ის დაგეხმარებათ ტემპერატურის დაწევაში, არის შესანიშნავი ანტისეპტიკი და ამცირებს სხვადასხვა ანთებით პროცესს. ჩაის ყველა მოყვარული აფასებს მის უჩვეულო გემოს და მის მიმზიდველ სურნელს.

სანელებლები და სუნელები

აღმოსავლურ ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია ჩაიში სანელებლების და სუნელების დამატება. ისინი ჩაის ხდის ბევრად გემრიელს და თან ამაგრებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაგალითად, დაფქული კოჭა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. მუსკატის კაკალი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. დარიჩინი ასუფთავებს თირკმელებს და ღვიძლს. ეს კიდევ არ არის სრული სია იმ სანელებლების, რომელიც შეგიძლიათ ჩაიში დაამატოთ.

ვარდი

ჩაის სასარგებლო და გემრიელი დანამატები

ვარდის გამომშრალი ფოთლები კარგად ერწყმის წითელ ჩაის. სასმელის სახით ის სასარგებლოა გულის და სისხლძარღვების გასამაგრებლად, არეგულირებს წნევას, გაგანთავისუფლებთ დერპესიისგან და უძილობისგან. ვარდს აქვს ანტივირუსული და ბაქტერიციდული თვისებებიც.

დაამზადეთ გემრიელი და სასარგებლო ჩაი ამ არომატული დანამატებით. სიამოვნების მიღებასთან ერთად თქვენ იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია