როგორ განვთავისუფლდეთ ბზიკებისგან: 2 მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში

როგორ განვთავისუფლდეთ ბზიკებისგან: 2 მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში
მართალია ბზიკები არც ისე სასიამოვნო მწერები არიან, მაგრამ ისინი სასარგებლო არიან მებაღეებისთვის. ბზიკები მტაცებლები არიან, რომლებიც იკვებებიან სხვადასხვა მავნე მწერებით. მათი ბაღიდან გაგდება არ ღირს. თუმცა სულ სხვა საქმეა როცა ისინი უკვე ბუდეს იკეთებენ თქვენს მახლობლად. ბზიკის ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და იწვევს ალერგიულ რეაქციას. ალბათ გაინტერესებთ როგორ უნდა მოიშოროთ ისინი ხომ?

როგორ განვთავისუფლდეთ ბზიკებისგან: 2 მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში
ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო რაღა თქმა უნდა სპეციალისთან მიმართვაა. თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, მათ იციან როგორ გააუვნებელყვონ ეს მწერები და დაცულები არიან გაღიზიანებული მწერების შემოტევებისგან. თუმცა პროფესიონალის გამოძახება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ამიტომ საკუთარი ძალებით გვიწევს ამ პორბლემის გადაჭრა. ერთი მეთოდი ნამდვილად დაგეხმარებათ ამ მწერებისგან თავის დასაცავად.

როგორ დაგვეხმარება მცენარეები ბზიკებისგან განთავისუფლებაში

თუ თქვენ ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული ხართ, მაშინ სცადეთ მათი ბუდის განადგურება. უბრალოდ წინასწარ უნდა დაიცვათ საკუთარი სხეული. ჩაიცვით ფართო ტანსაცმელი და ისე დაიმაგრეთ, რომ მწერმა ვერ მოახერხოს შიგნით შემოძრომა. გათვალეთ უკან დახევის გეგმა და აირჩიეთ სანდო დამხმარე.

როგორ განვთავისუფლდეთ ბზიკებისგან: 2 მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში
მებაღეებს კი ბევრად მარტივ მეთოდს ვთავაზობ: უბრალოდ სწორად დააგეგმარეთ ჩარგვის პროცესი და დარგეთ რამოდენიმე სასარგებლო მცენარე, რომელიც დააფრთხობს დაუპატიჟებელ სტუმრებს.

შაშაკულავი (ბაზილიკი)

ვფიქრობ ბევრისთვის საკმაოდ ნაცნობი მცენარეა. მისი არომატი საკმაოდ სასიამოვნოა ადამიანისთვის და ამიტომ გახდა ის საკმაოდ პოპულარული საკმაზი კერძებისთვის. აი ბზიკებს კი მისი მკვეთრი სუნი ნამდვილად არ მოსწონთ.

როგორ განვთავისუფლდეთ ბზიკებისგან: 2 მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში
დარგეთ ბაზილიკი ბუდესთან ახლოს და იმ ადგილებში სადაც იცით, რომ ეს მწერები იყრიან თავს. არ დაგავიწყდეთ დროულად მათი მორწყვა და მოვლა. ძალიან მალე ეს მცენარე გაანთვისუფლებს თქვენს ბაღს ამ მწერებისგან.

ბაღის გერანი

უპრეტენზიო და ლამაზი მცენარე თქვენი ბაღის საგანძური გახდება. სხვადასხვა ფერის ყვავილების გამო ის საკმაოდ მოთხოვნადია ლანდშაფტის დიზაინში.

როგორ განვთავისუფლდეთ ბზიკებისგან: 2 მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში
თითქოს მისმა ყვავილებმა უნდა მიიზიდოს ეს მწერები, მაგრამ საქმე პირიქითაა. მის ფოთლებს საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს და აფრთხობს ბზიკებს.

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენ ბაღში ბზიკებმა ბუდე გაიკეთეს ან ზედმეტად შემოეჩვივნენ, მაშინვე მიიღეთ შესაბამისი ზომები. საკვების ნარჩენები მაგნიტივით იზიდავს ამ მწერებს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ განვთავისუფლდეთ ბზიკებისგან: 2 მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში
image
ხალხური მედიცინა: ბროწეულის “ქერქის” ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს