რატომ გამოდის ფლავი მშრალი: ხრიკები, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ

რატომ გამოდის ფლავი მშრალი: ხრიკები, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ

ფლავის გაკეთების უამრავი რეცეპტი არსებობს. ამ კერძის გემო უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული: ბრინჯის ხარისხზე, არჩეულ ხორცზე, ზეთის და სუნელების ხარისხზე. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნებისმიერი დიასახლისი შეჯახებია დიდ პრობლემას: ფლავი არ გამოდის წვნიანი. ბევრმა არ იცის თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოძვრომა. უზბეკმა კულინარმა გაგვიმხილა თუ რატომ გამოდის ფლავი მშრალი და როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს.

არ იჩქაროთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, თუ დაინახეთ რომ თქვნი ფლავი არ გამოვიდა წვნიანი. შეფ-მზარეულმა პატარა ხრიკი გაგვანდო, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ და გააუმჯობესებს კერძის გემოს.

რატომ გამოდის ფლავი მშრალი: ხრიკები, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ

რატომ გამოდის ფლავი მშრალი

წყლის ან ზეთის არასაკმარისი რაოდენობა, ფლავის ძლიერ ცეცხლზე მომზადება – ეს არის ის შეცდომები, რომელსაც გამოცდილი მზარეულებიც კი უშვებენ. გახსოვდეთ, რომ კერძის გადარჩენა შესაძლებელია.

რატომ გამოდის ფლავი მშრალი: ხრიკები, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ

რა უნდა დავამატოთ ფლავს

ფლავი წვნიანი რომ გამოგივიდეთ, არ არის საჭირო ზეთის დამატება, რადგან ეს მას მხოლოდ ზედმეტად ცხიმიანს გახდის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოგადგებათ ხორცის ნახარში ე.წ. ბულიონი. უბრალოდ მთავარია, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ და ფლავის მაგივრად ფაფა არ მიიღოთ. ამიტომ უმჯობესია დასაწყისშივე დაუმატოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ამ შემთხვევაში კერძის გადარჩენა აღარ დაგჭირდებათ. ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ უგემრიელესი და წვიანი ფლავის რეცეპტი, რომლის გემოც ბევრს დაამახსოვრებს თავს.

რატომ გამოდის ფლავი მშრალი: ხრიკები, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ

ღორის ხორცის წვიანი ფლავის რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 500 გრ. ღორის ხორცი
  • 400 გრ. ბრინჯი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ლ. წყალი
  • 50 მლ. მცენარეული ზეთი
  • კურკუმა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

გარეცხეთ ბრინჯი გამდინარე წყალში. დაასხით ადუღებული წყალი და დადგით 20 წუთით.

დაჭერით ღორის ხორცი პატარა ნაჭრებად და შეწვით ძლიერ ცეცხლზე მოოქროსფერო ფერის მიღებამდე მცენარეულ ცხიმში.

დაჭერით სტაფილო მსხვილ ჩხირებად, ხოლო ხახვი კუბიკებად. ჩაყარეთ ინგრედიენტები ქვაბში და მოშუშეთ 2-3 წუთით.

დაუმატეთ სუნელები გემოვნებით. დაასხით ხორცის და ბოსტნეულის მასას ცოტაოდენი წყალი და მოთუშეთ თავდახურულ ქვაბში 20 წუთით.

დაჭერით ნიორი. ქვაბში დაუმატეთ ბრინჯი და დაჭრილი ნიორი, დაასხით ადუღებული წყალი. წყალმა ბოლომდე უნდა დაფაროს მარცვალი.

კარგად გადაურიეთ, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე 30 წუთი.

გადმოდგით ფლავი ცეცხლიდან და დადგით 20 წუთით თავდახურული. მზადაა!

რატომ გამოდის ფლავი მშრალი: ხრიკები, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ
ეხლა უკვე იცით, როგორ უნდა გადაარჩინოთ ფლავი. ამასთან ერთად მისი სწორად მომზადების რეცეპტსაც გაეცანით. უბრალოდ მთავარია  ზუსტად მიყვეთ უკვე შემოწმებულ რეცეპტს და გამოიყენოთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
რატომ გამოდის ფლავი მშრალი: ხრიკები, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ
გლაუკომის განვითარების შესაჩერებლად მიიღეთ ეს…