ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს

ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს

წინა წელს დავგეგმე თუ როგორ უნდა მომეწყო ჩემი ბაღი. წინასწარ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რომელ ყვავილებს დავრგავდი. თუმცა ყველაფერი არ წავიდა გეგმის მიხედვით, რადგან ვარდების ნაწილი გაფუჭდა, ზოგიერთმა კი არც იყვავილა. გამოცდილმა მებაღემ მითხრა, რომ ვარდებისთვის ცუდი ემზობლები გვალვაზე უარესია. სამწუხაროა, რომ ეს თავიდანვე არ ვიცოდი.

სულ მალე მებაღეები მიუბრუნდებიან საყვარელ საქმიანობას, მათ შორის იქნებიან ახალბედებიც და არ მინდა, რომ მათაც იგივე ბედი გაიზირონ რაც მე. ამიტომ დღეს გაგაცნობთ იმ ყვავილთა ჩამონათვალს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ვარდზე და შესაძლოა დამღუპველიც კი აღმოჩნდეს მისთვის.

რომელი მცენარე არ უნდა დავრგოთ ვარდთან ახლოს

ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს

ვერბენა

ვერბენა საკმაოდ ლამაზი ყვავილია და საკმაოდ ჰარმონიულად გამოიყურება ბაღში ვარდთან ერთად. თუმცა მისი ვარდის გვერდით დარგვა სასტიკად აკრძალულია! საქმე იმაშია, რომ ვერბენა გამოირჩევა აგრესიული ფესვის სისტემით, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ეს მცენარე უბრალოდ ანადგურებს ფაქიზ ვარდს.

ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს

გეორგინა

თუ ზედაპირზე გეორგინა და ვარდი ლამაზ კომბინაციად გეჩვენებათ, ეს ასე სულაც არ არის მიწის ქვეშ. პრობლემა ისევ და ისევ ფესვებშია.

ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს

კამპსისი (ტეკომა)

ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ამ მცენარის შემოყვანა ადვილია, მაგრამ გაყვანაა ძალიან ძნელი. ტეკომას ფესვებს ბეტონიც კი ვერ აჩერებს. დარწმუნებული ვარ ეს კარგად იციან იმ მებაღეებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ამ მცენარის მოცილება ბაღიდან. მისგან განთავისუფლება წლების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს. ვერ შეგედავებით, რომ ვარდი და ტეკომა ძალიან უხდება ერთმანეთს, მაგრამ ამის საფასური ძალიან დიდია.

ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს

შროშანი

ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ სიაში მოხვდებოდა ეს ნაზი ყვავილი. თუმცა ნაზი მხოლოდ ზედაპირზეა. ამ მცენარის ფესვები ტეკომას ფესვებზე ბევრად სწრაფად ვრცელდება. შროშანი ართმევს მეზობელ მცენარეებს საკვებ ნივთიერებებს, ამიტომ მისი ვარდის გვერდით დარგვა არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა.

ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს

როდოდენდრონი

აქ საქმე მკვებავ ნივთიერებებში არ არის, რადგან ვარდი და როდოდენდრონი სხვადასხვა დროს ყვავის. ამ ორ მცენარეს შორის არანაირი უთანხმოება არ არის, უბრალოდ მათ სხვადასხვა პირობები ჭირდებათ. როდოდენდრონს ჭირდება მჟავე ნიადაგი, სადაც ვარდი უბრალოდ ვერ გაიხარებს.

ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს
ეხლა უკვე შეგიძლიათ სწორად დაგეგმოთ თქვენი ბაღი. ლამაზი ყვავილები ხომ ახარებს თვალებს და ქმნის კარგ განწყობას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ცუდი მეზობლები ვარდისთვის: რისი დარგვა არ არის რეკომენდირებული მასთან ახლოს
რითი ჩავანაცვლოთ ცომში ნაღების კარაქი