ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ…

ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ...

ზაფხულში დედა ბუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარია ცაცხვის ყვავილი. მსუბუქი თაფლის არომატი იჟღინთება ჰაერში მთელი ივნისის და ივლისის მანძილზე. ამიტომ თქვენ უამრავი დრო გაქვთ, რომ მოიმარაგოთ ეს მსუბუქი ყვავილები. ისინი არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელით, არამედ სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. გარდა ამისა ცაცხვის ყვავილი აქტიურად გამოიყენება კულინარიაშიც. დღეს გაგაცნობთ ცაცხვის ყვავილისგან მურაბის და ჩაის მომზადების რეცეპტს.

ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ...
ცაცხვის ყვავილი სამკურნალო ნედლეულად ითვლება. ამიტომ მისი მოპოვება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. თუმცა დამიჯერეთ, არაფერია საკუთარი ხელით მოკრეფილ ყვავილებზე უკეთესი. ყვავილების შეგროვებისას გასათვალისწინებელია რამოდენიმე ნიუანსი.

1. ყვავილები უნდა ააგროვოთ მზიან და მშრალ დღეს.

2. ყვავილების აგროვების საუკეთესო პერიოდი ივლისის თვის დასაწყისია. ამ დროს ყვავილები მაქსიმალურადაა გაშლილი და ყველაზე მდიდარია სასარგებლო თვისებებით.

ეხლა კი უფრო დეტალურად გიამბობთ ცაცხვის ყვავილის მომზადების შესახებ.

ცაცხვის ყვავილის ჩაი და მურაბა

ყვავილების ზამთრისთვის მომზადების პროცესი

ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ...
ზამთარში გამოსაყენებლად აუცილებელია სწორად გამოაშროთ ყვავილი. ამ შემთხვევაში ცაცხვი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. ზამთრის პერიოდში შესაძლებელია ყვავილების ჩაიში ჩამატება და ასე იმუნიტეტის გაძლიერება. ყვავილების ზამთრისთვის მოსამზადებელი პერიოდი რამოდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

1. გადაარჩიეთ ყვავილები, გაანთავისუფლეთ ფოთლებისგან და ტოტებისგან. ამის გაკეთება ჩვეულებრივი მაკრატლით შეგიძლაით.

2. განათავსე ყვავილი ქაღალდ გადაფარებულ დაფაზე. ფენის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 3 სანტიმეტრს.

3. გადაიტანეთ ფირფიტა ბნელ და კარგად განიავებად ადგილზე. გააშრეთ ცაცხვი 3 დღის მანძილზე და პერიოდულად გადაურიეთ, რომ არ დარჩეს ყვავილი გამოსაშრობი.

4. ყვავილის გამოშრობა ღუმელშიც შეგიძლიათ 40 გრადუს ტემპერატურაზე. თუმცა ღუმელის კარი ამ დროს აუცილებლად ღია უნდა იყოს.

5. გამოშრობის დროს ყვავილის წონა 3-ჯერ იკლებს. გაითვალისწინეთ ეს აგროვების მომენტში.

6. არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ ყვავილები მზეზე. ულტრაიისფერი სხივები მთლიანად მოსპობს ყვავილის სამკურნალო თვისებებს.

7. გამოშრობის შედეგად ყვავილები გახდება მტვრევადი და მიიღებს გაცვეთილ მოყვითალო ფერს. გარდა ამისა არომატიც აღარ ექნება ისეთი აქტიური.

8. ცაცხვის ყვავილის შენახვა ჯობია ქაღალდის პაკეტებში.

ცაცხვის ჩაი

ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ...
ცაცხვის ჩაი საკმაოდ მარტივად მზადდება. 1 ს.კ. მშრალ ყვავილს დაასხიღ 200 მლ. ადუღებული წყალი და დადგით 30 წუთით. ამის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ სუფთა სახით. სურვილის მიხედვით ის ნებისმიერ ჩაის შეგიძლაით დაუმატოთ.

ცაცხვის მურაბა

ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ...
დაგჭირედებათ:

500 გრ. ცაცხვის ყვავილი

0,5 კგ. შაქარი

500 მლ. წყალი

3 გრ. ლიმონის მჟავა

მომზადების წესი:

ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ...

  • პირველ რიგში კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ ყვავილები და გააშრეთ ქაღალდის ხელსაწმენდის საშუალებით.
  • ამის შემდეგ აადუღეთ წყალი თქვენთვის სასურველ ჭურჭელში. ადუღებულ წყალს დაამატეთ შაქარი და ადუღეთ კიდევ 15-20 წუთი. საბოლოოდ უნდა მიიღოთ ოდნავ ბლანტი მასა.
  • მიღებულ სიროფში ჩაყარეთ ცაცხვის ყვავილი და ლიმონის მჟავა. ურიეთ და თან ხარშეთ ცეცხლზე კიდევ 7 წუთი.
  • ამის შემდეგ მურაბა კარგად გადაწურეთ, რომ არ გაყვეს არცერთი ყვავილი. მიღებული მურაბა გადაიტანეთ გასტერილებულ შუშის ქილაში და მოხუფეთ.
  • გადმოაბრუნეთ ქილები, გადააფარეთ თბილი პლედი და დატოვეთ სრულ გაციებამდე. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მისი გადატანა შესანახად.

ცაცხვის ყვავილის სასარგებლო თვისებები

ცაცხვის ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას და ტანინებს. მდიდარი შემადგენლობის გამო ცაცხვის ყვავილი დაჯილდოვებულია უამრავი სასარგებლო სამკურნალო თვისებით. მას აქვს დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული და სიცხის დამწევი თვისება. გარდა ამისა, ის ცნობილია როგორც ანტიმიკრობული და ჭრილობის შესახორცებელი ეეფქტური საშუალება. იყავით ფრთხილად, რადგან ყვავილებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი.

ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ...
ცაცხვის ყვავილი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ცაცხვის ნახარში ასუფთავებს ნაწლავებს, ღვიძლს და თირკმელებს. ის ასევე აწესრიგებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ეს არომატული ყვავილები ეფექტურად ებრძვიან უძილობას და ხსნიან დაძაბულობის შეგრძნებას დამღლელი დღის შემდეგ. ცაცხვის ყვავილის ყველაზე ძლიერი ეფექტია იმუნიტეტის გაძლიერება. ამიტომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლოა ცაცხვის ჩაი და მურაბა.

ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ...
ეს კიდევ არ არის ცაცხვის ყვავილის სასარგებლო თვისებების სრული ჩამონათვალი. თუმცა ეს სიაც საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოთ მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა და აუცილებლად მოიმარაგეთ ეს სასარგებლო ყვავილი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ჯანმრთელობა: მოამზადეთ ცაცხვის მურაბა და ჩაი. რეცეპტი იხილეთ აქ…
კოსმეტიკური ყინული და მინუს 10 წელი ერთ საათში!