როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება

როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება

თუ თქვენ სარკეში ჩახედვისას გინდათ ხედავდეთ მკვრივ, გლუვ და ახალგაზრდულ კანს, მაშინ აუცილებლად უნდა გაიგოთ მეტი კოლაგენის შესახებ – ეს არის ცილა, რომელიც პასუხს აგებს ქსოვილის ელასტრიურობაზე. ტყუილად კი არ უწოდებენ მას ”სილამაზის ცილას”. თუ კოლაგენის რაოდენობა ნორმაში გაქვთ, მაშინ კანი, ფრჩხილები, თმები და სახსრები გექნებათ შესანიშნავ ფორმაში. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გიამბოთ, როგორ უნდა მოახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება.

არ არის აუცილებელი სალონში სირბილი ან დიდი თანხის გამზადება ძვირადღირებული პროდუქციის შესაძენად. კოლაგენის სტიმულირება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

კარგი კრემი

არსებობს უამრავი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს კოლაგენს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თქვენ გამოგადგებათ. საქმე იმაშია, რომ ამ ცილის მოლეკულა საკმაოდ მოზრდილია იმისთვის, რომ ღრმად შეაღწიოს კანში. ამას უმკლავდებიან წყალ და ცხიმში ხსნადი ელემენტები, მაგრამ არა კოლაგენი. სწორედ ამიტომ უნდა შეარჩიოთ ისეთი კოსმეტიკა, რომელიც ააქტიურებს საკუთარი ცილის გამომუშავებას. ასეთ კომპონენტებს მიეკუთვნება რეტინოლი, პეპტიდები, ტრეტიონინი, კოენზიმ Q10. აუცილებლად წაიკითხეთ კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობა და ყურადღება მიაქციეთ მათ, რომელშიც არის აღნიშნული კომპონენტები.

როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება

ალოეს გელი

კოსმეტოლოგიაში და მედიცინაში ალოეს სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. ალოე საკმაოდ ფართოდ გამოიყენება სილამაზის ინდუსტრიაში, რადგან ის მდიდარია მთელი რიგი აღმდგენი და მკვებავი თვისებებით. ალოეს შემადგენლობაში მყოფი აქტიური კომპონენტები ამშვიდებს, აშუშებს დამწვრობას, აქრობს ნაწიბურებს, აახლებს უჯრედებს და რაღა თქმა უნდა აჩქარებს კოლაგენის სინთეზს. ალოეს გელის წასმა შეგიძლაით როგორც სუფთა სახით, ასევე კრემში დამატებით.

როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება

ლობიოს მოხმარება

ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ ლობიოს გამოყენებას შეეძლო კანის ახალგაზრდობის გახანგრძლივება? საქმე იმაშია, რომ ლობიო აკავებს ორგანიზმში წყალს მის შემადგენლობაში მყოფი ჰიალურონის მჟავის ხარჯზე. ამის წყალობით კანი რჩება კარგად დატენიანებული, ხოლო ქსოვილში ხდება კოლაგენის სინთეზის დაჩქარება. ბონუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამის პარარელურად ჰიალურონის მჟავა აუმჯობესებს სახსრების მდგომარობას.

როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება

ვიტამინი С

თუ თქვენს ორგანიზმში არის C ვიტამინის ნაკლებობა, ეს მაშინვე აისახება კანის მდგომარეობაზე, რადგან ეს ვიტამინი მონაწილეობს ჰიალურონის მჟავის სინთეზში, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ეცადეთ რეგულარულად მიიღოთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: ციტრუსები, კომბოსტო, მწვანილი, კენკრა.

როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება

წყალმცენარეები

Различные вредные вещества и токсины, попадая в наш организм, вызывают реакции окисления в коже, которые имеют просто разрушительные последствия. Справиться с влиянием вредных компонентов можно с помощью водорослей. Их можно найти в магазинах здорового питания в виде пищевых добавок. Еще можно добавить водоросли в домашние маски для лица или купить косметику, которая содержит этот спасательный компонент.

როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება

სწორი კვება

ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთევთ. რაღა თქმა უნდა დაუსრულებლად შეიძლება გენეტიკის, ეკოლოგიის, ცხოვრების პირობების, ცუდი წყლის დადანაშაულება, მაგრამ ყოველთვის უნდა დავიწყოთ კვებით. თუ თქვენი რაციონი მრავალფეროვანი და დაბალანსებულია, თქვენი კანი აუცილებლად მადლიერი იქნება. რაღა თქმა უნდა არსებობს პროდუქტები, რომელიც აჩქარებს კოლაგენის გამომუშავებას და დადებითად მოქმედებს კანზე. ჩართეთ თქვენს რაციონში მზესუმზირა ან გოგრის თესლი, ფოთლოვანი ბოსტნეული, დარიჩინი, ნიორი, სელის და სეზამის თესლი, წიწიბურა, ხორბლის ჩანასახი, შვრია, კვერცხი, კომბოსტო, თხილი, მარწყვი, ალუბალი, ოსპი, მოცვი და მწვანე ჩაი.

როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება

ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზმის თავისებურებები, როცა აირჩევთ კოლაგენის მასტიმულირებელ მეთოდს. გახსოვედეთ, რომ სწორი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური დატვირთვა და მავნე ჩვევებზე უარის თქმა უფრი მეტად დაგეხმარებათ, ვიდრე რომელიმე კრემი ან ნიღაბი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვახდინოთ კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება
რბილი ყველი იოგურტისგან: საუკეთესო რეცეპტი