სხეულის ღია ადგილებზე, განსაკუთრებით კი სახეზე არასასურველი თმა ყოველთვის დიდ დისკომფორტს უქმნიდა ქალბატონებს. დღეს უკვე არსებობს უამრავი საშუალება არასასურველი თმის მოსაშორებლად. ჩვენი რედაქცია დაინტერესდა, არსებობს თუ არა არც ისე ძვირადღირებული მეთოდი არასასურველი თმის მოსაშორებლად და აღმოაჩინა რამოდენიმე ხალხური საშუალება, რომელსაც დღეს გაგაცნობთ.
იოდი და ამიაკი
გადაურიეთ ერთმანეთს 1,5 გრ. იოდი, 5 გრ. ამიაკი, 5 გრ. აბუსალათინის ზეთი და 1 ჩ.კ. სპირტი. ამ ნაზავით უნდა გაიწმინდოთ არასასურველი თმის ადგილები დღეში 2-ჯერ. 2-3 დღის შემდეგ თმები თავისით დაიწყებს ცვენას.
თხილის ქერქი
ფიჭვის თხილის ნაჭუჭი დაფქვით. გადაურიეთ ის ცოტაოდენ ადუღებულ წყალს და წაისვით არასასურველი თმის ზონებში რამოდენიმე დღე. ასევე კარგია ფიჭვის თხილის ნაჭუჭის კონცენტრირებული ნახარში. ესეც უნდა წაისვათ რამოდენიმე დღის მანძილზე.
ჭინჭრის თესლი
გახეხეთ 40 გრ. ჭინჭრის თესლი და დაასხით 100 მლ. ნებისმიერი მცენარეული ზეთი. ნარევი დატოვეთ ბნელ ადგილზე 2 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ უნდა გადაწუროთ და წაისვათ კანზე რამოდენიმე დღის განმავლობაში (ეს უკვე დამოკიდებულია თმის რაოდენობაზე).
მწვანე ყურძენი
ეს საშუალება სხვებთან შედარებით უფრო უსაფრთხოა და გამოდგება მგრძნობიარე კანისთვისაც. პირველ რიგში გამოწურეთ წვენი მკვახე ყურძნისგან. წაისვით ის პორბლემურ ადგილებზე ყოველდღე და ძალიან მალე შედეგსაც დაინახავთ.
კალიუმის პერმანგანატი
ეს საშუალება სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურია, მაგრამ არასწორი მოხმარების შემთხვევაში შესაძლოა მიიღოთ დამწვრობა. მოამზადეთ მაგარი ნაყენი და გაიწმინდეთ კანი ყოველდღე. ამ საშუალების გამოყენებას არ გირჩევთ ზაფხულის პერიოდში, რადგან ის ღებავს კანს.
ყაყაჩო
ეს აროს ყველაზე ძველი ხალხური საშუალება, რისთვისაც დაგჭირდებათ ველური ყაყაჩო. მოაგროვეთ, გამოაშრეთ და დაწვით, რათა მიიღოთ ნახშირი. ამ ნახშირით გაიწმინდეთ პრობლემური ზონები.
არასასურველ თმასთან გასამკლავებლად ასევე ეფექტურია კურკუმა. გაითვალისწინეთ და არ დაგავიწყდეთ შესაძლო ალერგიული რეაქციების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ზემოთ ხსენებული საშუალებების გამოყენებამდე შეამოწმეთ თქვენი კანი მათი შემადგენელი კომპონენტების მიმართ ალერგიულობაზე.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.