როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი

ყველა დიასახლისს ადრე თუ გვიან უჩნდება კითხვა: როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა ტანსაცმლიდან? ზოგჯერ ბავშვები ცელქობენ სუფრასთან, ზოგჯერ კი უფროსებიც ვერ იჩენენ სიფრთხილეს. ადრე ასეთი შემთხვევის დროს მე უკვე ვემშვიდობებოდი ნებისმიერ ნივთს, თუმცა ეხლა აღარ!
დედამთილმა მიამბო როგორ უნდა ამოვიყვანო ცხიმის ლაქები სახლის პირობებში. ცხიმის ლაქის დანახვისას უკვე მშვიდად ვარ და სწრაფად ვაგვარებ პრობლემას.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა ტანსაცმლიდან

ჭურჭლის სარეცხი სითხე

რა შეიძლება გაუმკლავდეს ცხიმიან ლაქებს ცხიმის მოსაშორებელ საშუალებაზე უკეთესად? დაასხით მცირე რაოდენობა ლაქას, კარგად შეაზილეთ და დატოვეთ 15 წუთით. ამის შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში ან ხელით.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი

მარილი და სოდა

თუ ცხიმის ლაქა ახალია, აუცილებლად გამოიყენეთ სოდის და მარილის ნაზავი. დააყარეთ ინგრედიენტები ცხიმიან ადგილს და დაელოდეთ 10 წუთი, ამის შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ტილოთი. გაიმეორეთ პროცედურა ლაქის სრულ გაქრობამდე.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი

ცარცი

დაფხვენით ცარცი ფხვნილის სახით, დააყარეთ ცხიმიან ადგილს და დატოვეთ ერთი საათით. ამ ხნის მანძილზე ცარცი შეიწოვს ცხიმს. თუ ქსოვილი უხეშია, მაშინ ბევრად ეფექტური იქნება ცარცით დალაქავებული ადგილის გახეხვა. ამ პროცედურის შემდეგ ნივთის გარეცხვა აუცილებელი არ არის.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი

საყოფაცხოვრებო საპონი

ჩვენმა ბებიებმაც კი იცოდნენ, რომ სარეცხის საპონზე უკეთესად ცხიმიან ლაქებს არაფერი არ უმკლავდება. წაუსვით ცხიმიან ადგილს საპონი და დატოვეთ 2 საათით. ამის შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ცხელ წყალში, თუ ქსოვილის ფაქტურა გაძლევთ ამის საშუალებას.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი

რძე და სახამებელი

50 მლ. რძეში გახსენით 3 ს.კ. სახამებელი. კარგად გახსენით, რომ არ დარჩეს გაუხსნელი სახამებელი. მიღებული სითხე წაუსვით ცხიმიან ლაქას და დატოვეთ მთელი ღამით. სითხე უნდა გაშრეს. ამის შემდეგ ჩვეულებრივ გარეცხეთ ნივთი.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი

ცხიმიანი ლაქების ამოყვანისას უნდა გახსოვდეთ ერთი რამ: საჭიროა იმოქმედოდ მაშინვე. ასე ბევრად მარტივად განთავისუფლდებით ცხიმის ლაქისგან.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია