მაკარონის მოხარშვის წესი
წყალი მაკარონისთვის
მაკარონის მოსამზადებლად უკეთესია გაფილტრული ან ბოთლის წყლის გამოყენება. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ან არც ვაქცევთ ამას ყურადღებას. ეს ყველაზე ფატალური შეცდომაა, რადგან ონკანის წყალში მოხარშვისას მაკარონი იკეთებს ნადებს და ქაფს.
როდის უნდა ჩავყაროთ მაკარონი წყალში
ეს უმნიშვნელოვანესი დეტალია: მხოლოდ ადუღების შემდეგ. წყლის ადუღების შემდეგ მოიცადეთ 1-2 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ მაკარონი. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ მაკარონს არ უნდა დააფაროთ თავსახური. დაიმახსოვრეთ ოქროს პროპორცია: 1 ლიტრ წყალზე 100 გრ. მაკარონი.
როდის მოვაყაროთ მარილი
რეკომენდირებულია მაკარონის ჩაყრამდე წყლალში მარილის ჩაყრა. 1 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 1 ჩ.კ. მარილი. ასევე გირჩევთ ზღვის მარილის გამოყენებას, რომელიც მას სასიამოვნო არომატს შესძენს.
მითი მაკარონების შესახებ
გახსოვთ ის ხრიკი, სადაც მაკარონს მოხარშვის დროს ცხიმს უშვებიან? იცოდეთ, რომ ეს არ მუშაობს. ცხიმი წყლის ზედაპირზე რჩება და თუ მაკარონებმა ერთმანეთზე მიწებება მოასწრეს, მათ უკვე აღარაფერი უშველის. წყალში ჩაყრის შემდეგ უბრალოდ 1-2 ჯერ მოურიეთ.
ბოლო რჩევის შესახებ ვფიქრობ ყველამ იცის: მოხარშეთ მაკარონი მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული. ჩვეულებრივ 10 წუთი საკმარისია. მაკარონი უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ არა გადახარშული. გახსოვდეთ, რომ მაკარონი ყველაზე გემრიელი მაშინ არის, როცა გამზადებისთანავე მოხვდება სუფრაზე.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.