როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება

როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება

ალბათ კარგად გახსოვთ, რომ კარანტინის პერიოდში საკვების პროდუქტების გარდა, მოთხოვნა ასევე გაიზარდა პირადი ჰიგიენის საშუალებებზე. ეს ნამდვილად არ იყო გასაკვირი და დღემდე არ კარგავ აქტუალურობას.
დღეს გაგიზიარებთ ხელის ანტისეპტიკური საშუალების დამზადების რამოდენიმე რეცეპტს. ყველაფერთან ერთად მათ ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვთ.

როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება

ეს რეცეპტები გაგვიზიარა ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის ექიმმა-ინფექციონისტმა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებები ნამდვილად ეფქტურია ვირუსისგან თავის დასაცავად.

ანტისეპტიკი ლიმონის სურნელით

როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება

ღრმა ჭურჭელში აურიეთ ერთმანეთს 50 მლ. წყალი, 50 მლ. გვირილის ან გულყვითელას სპირტის ნაყენი, 30 მლ. გლიცერინი და 5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი. მიღებული მასა გადაიტანეთ სპრეის ბოთლში. სპირტი გაანადგურებს მიკრობებს, გლიცერინი დაიცავს ხელის კანს, ხოლო ეთერზეთი მოგანიჭებთ სასიამოვნო სურნელს.

ანტისეპტიკი ჩაის ხის სურნელით

როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება

ღრმა ჭურჭელში გადაურიეთ 50 მლ. გვირილის ან გულყვითელას სპირტიანი ხსნარი, 1 ს.კ. ალოეს გელი და 7 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. ეს მასაც გადაიტანეთ სპრეის ბოთლში. ზეთი სპირტთან ერთად აუმჯობესებს კანს, ხოლო გელი ხდის მას რბილს.

როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება

თუ თქვენ გრძნობთ ხელების ზედმეტ სიმშრალეს, გირჩევთ წაისვათ საბავშვო კრემი. ამ საშუალების პატარა რაოდენობაც კი გამოკვებავს და დაარბილებს ხელის კანს.

ძილის წინ კი შეგიძლიათ გაიკეთოთ დამატენიანებელი ნიღაბი. რამოდენიმე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, თუ როგორ გახდება თქვენი ხელის კანი უფაფუკესი.

როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება
აი რატომ უშავდება ფოთლები თქვენს სპატიფილუმს. გაიგეთ, როგორ უნდა გადაარჩნოთ ის…