რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში

რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში

ცოტა ხნის წინ ჩემმა ძვირფასმა დედიკომ ერთ-ერთი ტელეგადაცემიდან შეიტყო, რომ საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემდეგ ის ჩვენს ორგანიზმში რჩება 7 წელი. ამ ფაქტმა მეც გამაკვირვა და გადავწყვიტე ამ საკითხის შესწავლა.

სინამდვილეში ეს კითხვა ”რა მოხდება თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ?” ბავშობიდან მაინტერესებდა. გამოგიტყდებით და არაერთხელ გადამიყლაპავს და ცოტა არ იყოს შევშინდი. თუმცა სპეციალისტის მოსმენის შემდეგ ჩემი ყველა შიში გაქარწყლდა და თქვენც გიზიარებთ ამ ინფორმაციას.

რატომ არის საღეჭი რეზინის ღეჭვა სასარგებლო

რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში
რაც არუნდა აბსურდულად მოგეჩვენოთ, ბევრი ექიმი ურჩევს თავის პაციენტს საღეჭი რეზინის ღეჭვას. მაგალითად სტომატოლოგები ამტკიცებენ, რომ ის კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. დიეტოლოგები კი ამბობენ, რომ ღეჭვის პროცესი ამცირებს მადას რაც ძალიან კარგია დიეტის დროს.

ფსიქოლოგები ნერვიულ,და დეპრესიისადმი მიდრეკილ ადამიანებს ურჩევენ საღეჭი რეზინის ღეჭვას. ის ასევე გვეხმარება გულძმარვასთან და მგზავრობისას გულის რევის შეგრძნებასთან გამკლავებაში.

რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში
ერთი შეხედვით საკმაოდ კარგი პროდუქტი კარგავს ყველა დადებით მახასიათებლებს გადაყლაპვის შემდეგ. მოდით გავიგოთ სპეციალისტების აზრი ამ შემთხვევასთან გამკლავების შესახებ.

რა მოუვა ორგანიზმს თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ

რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში
ერთ-ერთ საავტორო გადაცემაში დოქტორმა კომაროვსკიმ უარყო და გააქარწყლა მითები იმის შესახებ, რომ საღეჭი რეზინი 7 წელი რჩება ჩვენს ორგანიზმში. სინამდვილეში ეს ვადა ბევრად მცირეა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ სწრაფად რეაგირებს საკვებზე.

რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში
თან ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში ის რეგულარულად უნდა ინთავისუფლედეს თავს არასასურველი ნივთებისგან. ეს ხდება ბუნებრივი გზით. იმის გათვალისიწნებით, რომ საღეჭი რეზინი არ იშლება ნაწლავებში, ის ორგანიზმში რჩება მაქსიმუმ ერთი კვირა.

რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში
რაღა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საღეჭი რეზინი უნდა ვყლაპოთ ერთი მეორეს მიყოლებით. დიდი რაოდენობით საღეჭი რეზინი ორგანიზმში გარდაიქმნება ბეზოარად – უცხო სხეული კუჭში. ეს არის გადაუმუშავებელი მასა, რომელმაც ნაწლავების გაუვალობამდეც შეიძლება მიგვიყვანოს.

რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში
thumb
აბზინდის ღვინის სამკურნალო თვისებები