რა მოვუხერხოთ ფეხის გაუხეშებულ კანს: რეცეპტი ნაზი კანის მისაღებად

რა მოვუხერხოთ ფეხის გაუხეშებულ კანს: რეცეპტი ნაზი კანის მისაღებად

სახისა და ხელის კანის სილამაზის დევნაში გოგონებს ავიწყდებათ ფეხების მოვლა. მათი მოვლა ზაფხულამდე უმეტეს წილად ყველას გადადებული აქვს, არადა სწორედ ზამთარში უნდა დაიწყოთ ფეხის კანზე ზრუნვა.

სიმშრალის, კანის გაუხეშების და ნახეთქების გაჩენის ძირითადი მიზეზი არის ტენიანობის ნაკლებობა. წელიწადის ცივ დროს ჩვენ ხშირად ვიყინებით და ამის გამო კიდურებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ამის გამო კანი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ნივთიერებებს და ტენიანობას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ ჩაეწეროთ კოსმეტოლოგთან ან თავად მოამზადოთ შესანიშნავი შინაურული საშუალება.

რა მოვუხერხოთ ფეხის გაუხეშებულ კანს: რეცეპტი ნაზი კანის მისაღებად

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხის კანის სიმშრალისგან

ფეხის სიმშრალის მიზეზი არა მხოლოდ დარღვეული სისხლის მიმოქცევა შეიზლება რომ იყოს, არამედ მჭიდრო ფეხსაცმელი, სინთეტიკური ტანსაცმელი და ასევე ვიტამინების (განსაკუთრებით A, B და E) ნაკლებობა. ასაკის მატებასთან ერთად ამ პრობლემას თითქმის ყველა ეჯახება.

თუ დროულად არ მიიღებთ შესაბამის ზომებს, შესაძლოა განვითარდეს ეგზემა და აი მაშინ კი ნამდვილად აღარ გეყოფათ მხოლოდ კანის მოვლა. სპეციალისტის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება უკვე შეუძლებელი იქნება. მგონი უკვე მიხვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხის კანის მოვლა.

რა მოვუხერხოთ ფეხის გაუხეშებულ კანს: რეცეპტი ნაზი კანის მისაღებად
როგორ იცით სალონური პროცედურები არც ისე იაფია. თან იმასაც გააჩნია, თუ რამდენი პროცედურა დაგჭირდებათ კონკრეტულად თქვენი პრობლემის მოგვარებისთვის. ფეხის კანის მოსავლელი საშუალების დამზადება მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებში. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ რამოდენიმე ასპირინის აბი.

რა მოვუხერხოთ ფეხის გაუხეშებულ კანს: რეცეპტი ნაზი კანის მისაღებად
დაგჭირდებათ:

  1. 5 აბი ასპირინი (დაფარვის გარეშე)
  2. 1 ცალი ლიმონი
  3. ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი.

ასევე დაგჭირდებათ ჭურჭელი ინგრედიენტების ასარევად, პოლიეთილენის პაკეტი, წინდები და პირსახოცი. ამ საშუალების მომზადებას ჭირდება მაქსიმუმ 10 წუთი, ხოლო პროცედურისთვის დაგჭირდებათ 1-2 საათი.

რა მოვუხერხოთ ფეხის გაუხეშებულ კანს: რეცეპტი ნაზი კანის მისაღებად

  • დააყოვნეთ ფეხები ცხელ წყალში 15 წუთით. ეს საჭიროა ფორების გასახსნელად. შეგიძლიათ რამოდენიმე წვეთი ეთერზეთიც დაუმატოთ მოსადუნებლად.
  • ამის შემდეგ კარგად შეიმშრალეთ ფეხები და გაამზადეთ ასპირინის კრემი. დაფშვენით აბები და გადაურიეთ ლიმონის წვენს პასტისებური მასის მიღებამდე.

რა მოვუხერხოთ ფეხის გაუხეშებულ კანს: რეცეპტი ნაზი კანის მისაღებად

  • მიღებული კრემი წაისვით ფეხის ტერფებზე მასაჟისებური მოძრაობებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გამომშრალ ადგილებს.
  • გადაახვიეთ ფეხები პოლიეთილენის პარკში და ამოიცვით თბილი წინდები. ამ მდგომარეობაში უნდა იყოთ 2 საათის განმავლობაში.
  • 2 საათის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ნიღაბი და შეიმშალეთ ფეხები. ამის შემდეგ აუცილებლად შეიზილეთ დიდი რაოდენობით დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი.

რა მოვუხერხოთ ფეხის გაუხეშებულ კანს: რეცეპტი ნაზი კანის მისაღებად
პირველივე პროცედურის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, რომ ფეხის კანი გახდა რბილი და გლუვი. ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ კვირაში ერთხელ, თუმცა არ დაგავიწყდეთ ყოველრიურ რეჟიმში დამატენიანებელი კრემის წასმის შესახებ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია