D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა

D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა

არავისთვის აღარაა სიახლე, რომ ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ჩვენი ორგანიზმი იწყებს გადაწყობას. ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავარ როლს აქ დღის ხანგრძლივობა თამაშობს. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს D ვიტამინს. წელიწადის ცივ დროს კი ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სააფთიაქო საშუალება ხდება.

თუმცა არ ღირს დაეყრდნოთ მარკეტოლოგებს და ახლობლების დადებით გამოცდილებასაც კი. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, რომ ვიტამინები ყოველთვის კარგი არ არის. ასევე D ვიტამინის საზიანო თვისებებზე, რომელსაც გამყიდველები ნამდვილად არ გეტყვიან.

D საზიანო თვისება

D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა
ვიტამინები განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა პანდემიის პერიოდში, რადგან ადამიანები ეძებენ ვირუსისგან თავდასაცავ მარტივ და სწრაფ საშუალებებს. ბევრს ავიწყდება, რომ რამდენადაც მათი ნაკლებობაა ორგანიზმისთვის ცუდი, ასევეა გადამეტებული რაოდენობაც.

მართალიც არის! D ვიტამინის დაბალი დონის დროს ადამიანი კარგავს ვირუსებისადმი შეწინააღმდეგების უნარს და სეზონური დეპრესიაც კი ეწყებათ. ის ასევე პასუხს აგებს რეპროდუქციულ სისტემაზე და ინსულინისადმი მგრძნობელობაზე.

D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა
ამის მიუხედავად D ვიტამინსაც კი აქვს უკუჩვენება. თუ თქვენ აქედან რომელიმე ჯგუფს მაინც მიეკუთვნებით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ეს ვიტამინი:

  1. ჰიპერმგრძნობელობა
  2. ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატებული კონცენტრაცია)
  3. ჰიპერკალციურია (კალციუმის მომატებული კონცენტრაცია შარდში)
  4. ტუბერკულოზი

D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა
სამწუხაროდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკუჩვენებისგან ყველა დაზღვეულია. რადგან ნორმა ყველასთვის ინდივიდუალურია, აი ზამთარში კი უმეტესობა აუცილებლობად მიიჩნევს ვიტამინების მიღებას და ამ დროს იზრდება დოზის გადამეტების რისკი. ჩვენს ორგანიზმზე ეს შემდეგნაირად აისახება.

D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა

  • პირველ რიგში სისხლში კალციუმის მომატებული დონე. ამისთვის დამახასიათებელია გახშირებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა და კენჭების წარმოქმნა.
  • უარესდება საჭმლის მონელების პორცესი. რაც შეიძლება გამოიხატოს მუცლის ტკივილით, დიარეით ან ყაბზობით.
  • იწყება ან მწვავდება თირკმელების პრობლემები.

D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა

  • შესაძლოა დაზიანდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. D ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის გამო ხდება ძვლოვანი მასის დაკარგვა.
  • ეს ყველაფერი კალციუმის მომატებული დონის გამო იწვევს თავბრუსხვევას, მადის დაქვეითებას და გულისრევას.

D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ვიტამინები უვნებელი და სასარგებლო საშუალებებია, როგორც ხილი. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა ათჯერ მეტია, ვიდრე ნატურალურ საშუალებებში. ეს კი შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს ჩვენი სხეულისთვის. იყავით ძალიან ყურადღებით და არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვით მკურნალობას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა
девочка пьет сок
საბჭოთა პომიდვრის წვენი, რომელსაც დედამთილი სამ ლიტრიან ქილებში ხუფავს…