მე ყოველთვის ვინტერესდებოდი დეოდორანტების უსაფრთხოობის საკითხით, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოვნახე დრო ამ საკითხის შესასწავლად. დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ, თუ რამდენად ხშირად უნდა გამოიყენოთ დეოდორანტი, რამდენად უსაფრთხოა ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის და არსებობს თუ არა ნატუალური ალტერნატიული საშუალებები.
შეიძლება თუ არა დეოდორანტის გამოყენება
ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რის გამოც უმეტესობა ერიდება დეოდორანტის გამოყენებას, არის ალუმინიუმი. ზოგი მას უკავშირებს ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის რისკს, თუმცა ჯერჯერობით ამისი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.
ამის მიუხედავად მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ალუმინიუმიანი დეოდორანტის წლობით გამოყენების შემდეგ ის ნამდვილად გროვდება და ილექება უჯრედებში. მას ასევე შეუძლია ენდოკრინოლოგიური სისტემის მუშაობის დარღვევა.
ამ დროს გიჩნდებათ კითხვა: კი მაგრამ როგორ გავართვათ თავი უსიამოვნო სუნის პრობლემას? დავიწყოთ იქიდან, რომ დეოდორანტის ყოველდღიურ გამოყენებას ყველა არ საჭიროებს. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში უბრალოდ არ არის ის ბაქტერიები, რომელიც იწვევს ამ უსიამოვნო სუნს.
თუ თქვენ ასეთო ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნებით, მაშინ გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომელის დაგეხმარებათ შეამციროთ ოფლის სუნი:
- დაიცავით სწორი კვების რეჟიმი. რაციონში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული.
- დღე-ღამის განმავლობაში მიიღეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი.
- მიიღეთ შხაპი დღეში 2-ჯერ.
- უარი თქვით ალკოჰოლის გამოყენებაზე.
- დაკავდით სპორტით.
- მიაკითხეთ ენდოკრინოლოგს, რომ გამორიცხოთ რაიმე სახის ჰორმონალური დარღვევა.
ასევე გირჩევთ აარჩიოთ ისეთი დეოდორანტი, რომელიც არ შეიცავს მავნე კომპონენტებს. დიდ ქალაქებში ასეთი საშუალების მოძებნა ბევრად მარტივია.
გარდა ამისა, ალუმინიუმიანი დეოდორანტის ჩანაცვლება შეგიძლიათ ხალხური საშუალებით. რომელსაც მიეკუთვნება ლიმონი, ძმარი, სოდა, საპონი, ეთერზეთები და წყალბადის ზეჟანგი. მართალია, რომ ამ საშუალებების გამოყენება არც ისე კომფორტულია. ხალხური საშუალებების კიდევ ერთი მინუსია, რომ ისინი არ არის უნივერსალური.
მართალია არ ღირს უკიდურესობამდე მისვლა და საერთოდ უარის თქმა მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე. უბრალოდ აარჩიეთ ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენუ ცხოვრების სტილს. საბოლოო ჯამში ხომ ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!