როგორ მოვამზადოთ ხელსაწმენდისა და კვერცხის ნიღაბი
ამ ტიპის ნიღბის სეძენა მაღაზიაშიც შეგიძლიათ და ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რატომ უნდა მოვამზადოთ ის სახლში? არგუმენტები კი საკმაოდ დამაჯერებელია:
1. ეკონომია. დამეთანხმებით, რომ დღევანდელ დღეს ხარისხიანი პროდუქციის შეძენა არც თუ ისე პატარა ფინანსებს უკავშირდება.
2. ეფექტურობა. მაღაზიაში შეძენილი მსგავსი ტიოის ნიღბები საკმაოდ თხელია და ადვილად იხევა. თუ მას ოდნავ ძლიერ გაქაჩავთ, შესაძლოა დარჩეთ სასურველი შედეგის მიღების გარეშე. ქაღალდი ბევრად მყარია და ბევრად უკეთესად წმენდს კანს.
3. ნატურალური. აქ ყველაფერი თვალსაჩინოა. მაღაზიაში ნაყიდ ნიღაბს კი თქვენც კარგად იცით რომ აქვს ქიმიური დანამატები.
4. ხელმისაწვდომობა. ამ ნიღბისთვის საჭირო მასალის პოვნა ყოველთვის შეგიძლიათ სახლში.
მომზადება პროცედურისთვის
პირველ რიგში მოამზადეთ საჭირო მასალა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი ან ჩვეულებრივი ხელსაწმენდი და ტუალეტის ქაღალდიც კი. ხოლო მეორე კომპონენტი არის კვერცხი.
პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია სახის გაწმენდა მიცერალური წყლით ან გამწმენდი საშუალებით. ამის შემდეგ წაისვით სახეზე ტონიკით გაჯერებული ბამბის დისკი. ნიღბის ეფექტურობის გასაზრდელად სკრაბის გამოყენებაც შეგიძლიათ.
როგორ გამოვიყენოთ ნიღაბი
1. გააცალკევეთ კვერცხი – ცილა და გული ცალკ-ცალკე. ათქვიფეთ ისინი სხვადასხვა ჭურჭელში. მაგალითად, თუ თქვენ პიგმენტური ლაქების მოშორება გსურთ, დაამატეთ ცილას ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ხოლო ღრმა წმენდისთვის დაამატეთ გააქტიურებული ნახშირი.
2. სილიკონის ფუნჯის დახმარებით წაისვით სახეზე ათქვეფილი ცილა. მოარიდეთ თვალის გარშემო და წარბის ტერიტორიას. ასევე არ მიუახლოვდეთ ახლოს თმის ხაზს.
3. დაიწებეთ ქაღალდის ხელსაწმენდი მთელს სახეზე, სადაც ნიღაბს წაისმევთ. შეგიძლიათ ქაღალდი წინასწარ დაჭრათ.
4. წაისვით ცოტაოდენი ცილა ქაღალდის ზევიდანაც, რომ კარგად მიგეწებოთ სახეზე. ოღონდ არ გადაამეტოთ. თქვენი ამოცანა მხოლოდ ნიღბის კარგად დაფიქსირებაა. დაიტოვეთ 10-15 წუთი, რომ კარგად გამოშრეს.
5. ფრთხილად მოიხსენით ნიღაბი. თან აკონტროლეთ რომ სახის კანი ძალიან არ გაწელოთ. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ ამ ეტაპზე შეჩერდეთ და უბრალოდ ჩამოიბანოთ სახის კანი. ცილა გამოშრობს და გაჭიმავს სახის კანს. თუ კომბინირებული ან მშრალი კანი გაქვთ, მაშინ წაისვით ზევიდან კვერცხის გული და 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ამ პროცედურის ჩატარება შეიძლება კვირაში 1-2 ჯერ საღამოს. გაწმენდის შემდეგ თქვენი კანი ხდება გლუვი და ფაფუკი. საგრძნობლად იკლებს სავი წერტილების რაოდენობა. ნიღბის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ მკვებავი კრემი. არაჩვეულებრივი შედეგი მარტივად და ძალიან იაფად!
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.