ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე ძვირადღირებული და ბრენდული საშუალებებიც კი ვერ იძლევა ხოლმე ისეთ შედეგს, როგორც სახლში მომზადებული კოსმეტოლოგიური საშუალებები. ეს უკვე არაერთხელაა შემოწმებული და დადასტურებულიც! ამ ბოლოს დროს ჩემი ყურადღება მიიქცია შვრიის წყალმა, რომელიც არაერთი ლამაზმანისთვის გახდა ტონიკის ჩამნაცვლებელი.
ეს ექსპერიმენტი აუცილებლად უნდა ჩაატაროთ, სცადეთ თუნდაც ერთი კვირის მანძილზე და თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში. ეს საშუალება განსაკუთრებით კარგია მათთვის ვისაც აქვს გამომშრალი კანი, არათანაბარი სახის ფერი და გაფართოებული ფორები. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული!
შვრიის წყლის მომზადების რეცეპტი
დაგჭირდებათ:
- 3 ს.კ. შვრიის ფანტელი
- წყალი
მომზადების წესი:
- დაასხით შვრიას მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამოდენიმე საათი.
- გადაწურეთ სითხე მარლის საშუალებით.
მიღებული სითხე გამოიყენეთ ტონიკის მაგივრად დილას და საღამოს. როგორ შედეგს უნდა ელოდოთ? ეს შინაურული საშუალება მსუბუქად ათეთრებს კანს, ამცირებს ფორებს და ატენიანებს მას.
არ შეგეშინდეთ კანზე გაჩენილი თხელი ფენის, რომელიც გაჩნდება ამ საშუალების გამოყენებისას. კანი ამ დროს მაინც სუნთქავს.
სახის კანის მოვლის დანარჩენი საშუალებები შეგიძლიათ არ შეცვალოთ. აი შვრიის ტონიკი კი ნამდვილად გასაოცარ შედეგს მოგცემთ!
სახლში მომზადებული კოსმეტოლოგიური საშუალებები მათთვისაა, ვისაც ნამდვილად უყვარს საკუთარი თავი და უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას. ეცადეთ თავი აარიდოთ ქიმიური შემადგენლობის მქონე საშუალებებს, რადგან ხშირად ისინი საპირისპირო შედეგს იძლევიან.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!